Süleyman, არაბ. سليمان; დ. 6 ნოემბერი, 1494 – გ. 5 სექტემბერი, 1566) — ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი. ქვეყანას მართავდა 1520-1566 წლებში. სულეიმანი ითვლება ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტამ მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს. დაიბადა 1494 წელს ტრაპიზონში ბაიაზიდ II-ის უმცროსი შვილის, სელიმ I-ისა და ყირიმის ხანის მენგლი I-ის შვილის, აიშას ოჯახში. ატარებდა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას. მის დროს ოსმალეთის იმპერია გაფართოვდა და გაძლიერდა. 1521 წელს აიღო ბელგრადი, მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ შემოიერთა უნგრეთის დიდი ნაწილი. 30-იან წლებში დაიპყრო ერაყი, კ. როდოსი და ეგეოსის არქიპელაგის სხვა კუნძულები, ტრიპოლიტანია, ალჟირი და სხვა ტერიტორიები. სულეიმან I კანუნი შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა ირანთან კავკასიისათვის. მის დროს შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების, ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში ლაშქრობის დროს.
♥ დიდებული საუკუნე ♥
სულეიმან I კანუნი, სულეიმან კანონმდებელი (თურქ.
Süleyman, არაბ. سليمان; დ. 6 ნოემბერი, 1494 – გ. 5 სექტემბერი, 1566) — ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი. ქვეყანას მართავდა 1520-1566 წლებში. სულეიმანი ითვლება ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტამ მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს.
დაიბადა 1494 წელს ტრაპიზონში ბაიაზიდ II-ის უმცროსი შვილის, სელიმ I-ისა და ყირიმის ხანის მენგლი I-ის შვილის, აიშას ოჯახში.
ატარებდა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას. მის დროს ოსმალეთის იმპერია გაფართოვდა და გაძლიერდა. 1521 წელს აიღო ბელგრადი, მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ შემოიერთა უნგრეთის დიდი ნაწილი. 30-იან წლებში დაიპყრო ერაყი, კ. როდოსი და ეგეოსის არქიპელაგის სხვა კუნძულები, ტრიპოლიტანია, ალჟირი და სხვა ტერიტორიები. სულეიმან I კანუნი შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა ირანთან კავკასიისათვის.
მის დროს შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების, ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში ლაშქრობის დროს.