“ეს ჰოსპიტალი დღეიდან უკვე აღარ არის სარეაბილიტაციო სივრცე”- გვარამია

 



მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მედიასთან თქვა:
“პირველ რიგში, მე ამ წუთში კატეგორიულად მოვითხოვ მისი პირადი ექიმების და ჩემ შესვლას. მათ უნდა შეამოწმონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მე უნდა შევამოწმო უფლებრივი მდგომარეობა მისი, რა ვითარებაა. ასევე თუ იქ იყო დაპირისპირება, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს დაზიანებები.
რეაბილიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია საერთოდ, ამ კლინიკაში ვეღარაფერი მოხდება, რასაც რეაბილიტაცია ჰქვია, ეს ფაქტია. ადამიანს ეს რეაბილიტაცია არ გაუვლია და მართლა განგრძობითი წამების ქვეშ ჰყავთ. ეს ჰოსპიტალი დღეიდან უკვე 1000%-ით აღარ არის სარეაბილიტაციო სივრცე.
მე მინდა უკრაინის სახელმწიფოს მივმართო ბევრად უფრო მკაფიო და აქტიური იყოს ამ მიმართულებით. მე ცხადია, საყვედურს არ ვამბობ, მაგრამ ჩემი ხედვა მაქვს არსებულ მოვლენებზე. ეს არის ადამიანის წამება, პირდაპირ, არაერთგზის და შეგნებულად და მიზანმიმართულად. სახალხო დამცველსაც მივმართავ, რომ მყისიერი რეაგირება გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის აქედან გაყვანის უფლება არ ჰქონდა არავის, მით უმეტეს ადვოკატებისა და მისი ექიმების გარეშე. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს არა ერთი კონსილიუმი, მათ შორის სახელმწიფო, რომელსაც აღნიშნული დასკვნა უნდა გაეცა.
ჩვენ ახლა ვიგებთ, რომ რომელიღაცა ექიმის ფორმა 100-ის საფუძველზე ხდება ნომერი 1-ლი პატიმრის, ჩემთვის მძევლის, სიცოცხლით მანიპულირება და კლინიკიდან პრაქტიკულად ის არის გაწერილი დღეის მდგომარეობით, ფორმა 100-ის შევსების საფუძველზე. ეს არანორმალური და არაჰუმანური კი არ არის, ეს არის კატასტროფიული ჩამოშლა სახელმწიფოსი

Комментарии