დავით მათიკაშვილი უჩა აბაშიძეზე: ძალიან უნდოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ეს ადამიანი როგორც გმირი, ისე წარმოეჩინა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ კრიმინალია და სრული ამორალურობის მორევი

   

ძალიან უნდოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ეს ადამიანი როგორც გმირი, ისე წარმოეჩინა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ კრიმინალია და სრული ამორალურობის მორევი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს მძიმე კადრები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ძალიან უნდოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ეს ადამიანი როგორც გმირი, ისე წარმოეჩინა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ კრიმინალია და სრული ამორალურობის მორევი. ასეთი და მისი მსგავსი ადამიანების დაორგანიზებულია ეს აქციები. იქ ნაწილი ჩვენი საზოგადოების, სრულიად დეზინფორმაციული და ტყუილით ქუჩაში გამოსული. ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა, თუ ისინი ხელისუფლებაში არ იქნებიან. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მამოძრავებელი სულისკვეთება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ თავისი მეუღლის, მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.

Комментарии

  • 13 мая 12:30
    Фотография
  • 13 мая 12:30
    ელისაშვილიც გმირია აბა რაა :-D:-D:-D