Комментарии
- 26 янв 2015 07:44ڿڿڿڿڿڿڿ ڿڿڿڿڿڿmere yvarrels javjavadiant karis eklesiac aqvs da mshvenieri muzeumic da miitanon iq da dadon visac xelewifeba ,chemi azrit yvarels mnaxveli da turisti ar aklia da eg tofic iq naxon
- 6 фев 2016 20:35Mamuka QapianidzeStatiis avtoric rom migetitebinad gamixardeboda
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
🇬🇪ქართული ძალა🇬🇪
ილიას დიდი წინაპრის, მამუკა ჭავჭავაძის თოფი
1925 წელს ეთნოგრაფმა გიორგი ჩიტაიამ სოფელ ყვარლის ჭავჭავაძიანთ ეკლესიიდან კაჟიანი თოფი მუზეუმში ჩამოიტანა.
როგორც თოფის ლულაზე არსებული ქართული წარწერიდან ("ქ. მამუკა ჭავჭავაძის მოტანილი ვარ") ირკვევა, იარაღი ეკლესიისათვის ყოფილა შეწირული. სიტყვა "მოტანილი" ეკლესიაში მოტანას, ანუ შეწირვას უნდა გულისხმობდეს.
კაჟიანი თოფის ლულა შიდა სივრცით გლუვია, გარედან ნახევარი დაწახნაგებულია და ნახევარი - გლუვი. შუა წახნაგზე თითბრის ზარნიშით შესრულებულია ქართული წარწერა "ქ. მამუკა ჭავჭავაძის მოტანილი ვარ". ჩახმახი მასიური და სადაა. კონდახი და ღარი ერთი მთლიანი ხის მასაა. კონდახს განივკვეთში ოვალური, ბრტყელი ფორმა აქვს, რაც აშკარად მიუთითებს, რომ ის არ არის ლულისა და ჩახმახის თანადროული. კონდახის ფორმიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ის XIX საუკუნეში უნდა იყოს გამოცვლილი.
ბესპაზი XVIII საუკუნის შუა ხანებში მოღვაწეობდა. მას თავი გამოუჩენია 1755 წელს ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. გამოდის, ბესპაზის პაპა მამუკა დაახლოებით XVII საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდა.
ამგვარად, ყვარლის ჭავჭავაძიანთ ეკლესიაში შეწირული თოფი, ილიას დიდი წინაპრის, მოლარეთუხუცესი მამუკა ჭავჭავაძის უნდა იყოს, რომელიც ლეკებთან ბრძოლას შეეწირა.
#იარაღი