ისპანახის ფხალი რეცეპტი

საჭირო მასალა:
1.5 კილოგრამი ისპანახი
250-300 გრამი ნიგოზი
6 კბილი ნიორი
2 კონა ქინძი
1 კონა ოხრახუში
6-8 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 კონა მწვანე ხახვი
მარილი გემოვნებით
ბროწეულის მარცვლები მოსართავად
მომზადების წესი:
1. მოაჭერით ისპანახს უხეში ძირები , გაფუჭებული ფოთლები (თუ აქვს) და კარგად გარეცხეთ. წყლით ნახევრამდე გაავსეთ დიდი ქვაბი, ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ჩაყარეთ ისპანახი. დაპრესეთ ხის კოვზის გამოყენებით. ხარშეთ ფოთლები 5 წუთის განმავლობაში.
2. მოხარშული ისპანახი გადაწურეთ და აცალეთ გაცივება საწ
ურში. შემდეგ ხელებში დააგორგოლავეთ და მოუჭირეთ, წყლის მაქსიმალურად გამოსადენად.
3. ნიორი და ნიგოზი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ ჩაუმატეთ წიწაკა, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი და ძმარი.
4. დაჭერით მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში და ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას.
5. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ისპანახი, ჩაუმატეთ ნიგვზინი მასა და მწვანილები დაამატეთ მარილი გემოვნებით, გააკეთეთ ბურთულები ისპანახის ფხალისგან, მორთეთ ბროწეულის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით!

ისპანახის ფხალი  რეცეპტი  - 802594405274

Şərhlər

Rəy yoxdur.