Georgian Orthodox Church in Toronto

Комментарии

  • 18 янв 2013 09:28

    კანადაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საყურადღებოდ!!!

    ამა წლის 1 თებერვალს, სამ დღიანი ვიზიტით ტორონტოში უწმინდესისა და უნეტარესის საქრთველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩამობრძანდება საპატრიარქო დელეგაცია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილის ხემძღვანელობით.

    მეუფე დიმიტრი წმინდა სინოდის მიერ დადგენილი მღვდელმთავარია ჩვენი ამერიკისა და კანადის ეპარქიის, მისი ლოცვა კურთხევით მოქმედებს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ტორონტოში, შვიდი ეკლესია ამერიკაში, სამი სამრევლო კანადაში.

    მრევლი ჩვენი ეკლესიისა ემზადება ამ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ვიზიტის ღირსეულად წარმართვისათვის.

    ყველას! ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში გთხოვთ დაგვიკავშირდით!

    ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!