Selena Gomez/სელენა გომეზი

სელენა მარი გომეზი (ინგლ. Selena Marie Gomez; დ. 22 ივლისი, 1992, გრანდ-პრერია,ტეხასი,აშშ) — ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და გაეროს ბავშვთა ფონდის ყველაზე ახალგაზრდა ელჩი.
სელენას მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია,როდესაც მან სელენა გააჩინა 16 წლის იყო.მისი მამა კი რიკარდო გომეზია, თუმცა სელენა ძალიან პატარა იყო როცა მისი მშობლები გაშორდნენ. შემდეგ კი მენდი დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღესაც სელენას მამინაცვალია.დედამისთან თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურდა და არანაირი სხვა პროფესია არ უნდოდა.
სამსახიობო კარიერა
უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომეზმა თავისი პირველი კასტინგი გაიარა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში «ბერნი და მისი მეგობრები»,სელენა აქ გომოჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში, მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს.სელენა სათამაშოებს,მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს უკეთებდა რეკლამას.
2004 წელს, როდესაც სელენა 12 წლის იყო, მან გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში , რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებულ Disney Channel-ის პროექტებში, მაგალითად ტელესერიალში ,,Hannah Montana", როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორიას არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.
,,ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. მე ვერ ვხvდები, როგორ გავიარე ის კასტინგი".
გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული.
სელენა მონტე კარლოს გადაღებებზე პარიზში
2008 წელს სელენამ ითმაშა ფილმში ,, Another Cinderella Story". 2009 წელს ,,Princes Protection Program",სადაც ასევე დემი ლოვატოსთან ერთად მონაწილეობდა.2007-2010 წლებში სერილში ,,Wizards of Wavwely Place",რომელმაც ერთ დროს ,,Hannah Montana"-ს რეიტინგსაც კი გადაუსწრო.2010 წელს ,,Ramona&Beezus".ასევე სელენას მალე ვიხილავთ ფილმში ,,Monte-Carlo".
Teen Choice Awards 2009-ზე სელენამ ფილმისთვის ,,Princes Protection Program" საუკეთესო ქალი ტელევარსკვლავის პრიზი მოიღო,ხოლო Alma Award 2009-ზე კი სერიალისთვის,,Wizards of Wavwely Place" საუკეთესო კომედიური მსახიობის პრიზი მოიპოვა და ა.შ
მუსიკალური კარიერა
სოლო კარიერა
სელენამ 2008 წელს ჩაწერა ქავერი სიმღერის «Cruella de Vil». შემდეგ ჩაწერა სამი სიმღერა ფილმ ,, Another Cinderella Story".ასევე «Fly to Your Heart», 2008 წლის ანიმაციური ფილმისთვის «Tinker Bell». 2008 წლის ივლისში სანამ გახდებოდა 16 წლის, გააფორმა კონტრაქტი Hollywood Records–თან.ხოლო 2009 წელს ჩაწერა სიმღერა «One and the Same» დემი ლოვატოსთან ერთად ფილმდან ,,Princes Protection Program" ასევე ჩაწერა სიმღერები სერიალისთვის ჯადოქრები უივერლიდან.

Комментарии

Комментариев нет.