Комментарии
- 13 мар 2016 00:49к т
- 13 мар 2016 00:54✠ მარი ამი✠
- 13 мар 2016 16:11**inga** @@@
- 13 мар 2016 20:07Manana khurtsilavaHm
- 16 мар 2016 13:19ეკა ფირცხელანი
- 16 мар 2016 18:59sofiko martashvili
- 19 мар 2016 12:14nona avaliani
- 3 апр 2016 12:01tea maxaroblishvilivinmes gamogicxviat?
- 17 апр 2016 16:09nino xoravaGemrielat gamoikureba
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
♡აქ სიყვარულია♡
:✠ მარი ამი✠
უგემრიელესი...
ბეზესა და ნიგვზის ტორტი მოხარშული კრემით..
რეცეპტი
ინგრედიენტები:
ნიგოზი 140 გ
კვერცხის ცილა 5
შაქარი 200 გ
კრემი
კვერცხის გული 2
რძე 200 გ
ფქვილი 20 გ
შაქარი 40 გ
ვანილი
ბეზეს ფირფიტები მოამზადეთ წინასწარ, მაგალითად - საღამოს, რომ კარგად გამოშრეს.
საცხობ ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოხაზეთ 16-17 სმ დიამეტრის წრე. თუ ფორმა დიდია, შესაძლოა სამი ფენაც დაეტიოს ერთდოულად.
ნიგოზი მსხვილად დაჭერით და მოხალეთ.
ცილა და შაქარი კარგად ათქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ პრიალა, მყარ, წელვად ბეზეს. დაახლოებით 3-4 კოვზი ბეზე გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე, დახაზული წრეების გარეთ - შემდეგ ამ ბეზეს დაფხვნით და ტორტს ზემოდან მოაყრით. დარჩენილ ბეზეს კი დამატეთ მოხალული ნიგოზი, აურიეთ, წრეებში გაანაწილეთ თანაბრად და მოასწორეთ. გამოაშრეთ ღუმელში 90 გრადუსზე 3 საათი. შემდეგ გამორთეთ ღუმელი და ბეზე შიგნითვე დატოვეთ მეორე დღემდე.
კრემი: კვერცხის გულები შაქართან და ფქვილთან ერთად ათქვიფეთ. დაასხით ცხელი რძე და კვლავ ათქვიფეთ, კარგად რომ გაიხსნას. დაამატეთ ვანილი. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ კრემი შესქელებამდე. მზა კრემი ბოლომდე გააციეთ.
წაუსვით კრემი ბისკვიტებს, მორთეთ ნიგვზით და ცალკე გამომცხვარი ბეზეს ნატეხებით. შეგიძლიათ მოაყაროთ შოკოლადიც. გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათი...