ნამდვილი რუსული ალადების რეცეპტი

ინგრედიენტები:
ფქვილი - 3 ჭიქა
რძე- 2 ჭიქა
დროჟი- 1 ჩ.კოვზი
კვერცხი - 4ც.
შაქარი - 4 ს.კ. (შაქრის რაოდენობა 1 ჭიქამდე შეგიძლიათ გაზარდოთ)
მარილი - 0.5 ჩ.კ.
კარაქი-50 გრ.
მომზადება:
1.დროჟი გავხსნათ 50 გრ თბილ რძეში.
2.დარჩენილ რძეში გავხსნათ გამდნარი კარაქი, შაქარი, მარილი და კარგად მოვურიოთ.
3.დავუმატოთ კარგად ათქვეფილი კვერცხი
4.კარგად ამოვურიოთ და დავამატოთ ფქვილი და რძეში გახსნილი დროჟი
5.მიღებული მასა ცოტა ხანს გავაჩეროთ და გამოვაცხოთ გახურებულ ცხიმიან ტაფაზე პატარა გუნდებად.

ნამდვილი რუსული ალადების რეცეპტი - 861043074230

Комментарии