შენ ქართველი ხარ – შენ ხარ მებრძოლი!

შენ ქართველი ხარ – შენს მტერს ებრძოდი,
შენ ქართველი ხარ – შენ ხარ ერთგული,
ქართულად გიძგერს მუდამ ეგ გული.
შენ ქართველი ხარ – შენ ხარ ძლიერი,
ქართველი ხარ და გაქვს მგლის იერი.
შენ ქართველი ხარ – შენ იცი ერი,
ქართველობისთვის გაფასებს მტერი,
ქართველი რომ ხარ – შენ იცი ხმალი,
ბევრჯერ ყოფილხარ ბრძოლისგან მთვრალი.
შენ ქართველი ხარ – ეტრფი წინაპრებს,
მათ საფლავებთან ფიცი გითქვია,
რომ საქართველოს მუდამ დაიცავ,
ეს ფიცი მკვეთრად წარმოგითქვია.

შენ ქართველი ხარ – შენ ხარ მებრძოლი! - 804022750409

Комментарии