დედიკოს პატარა იმედი... შენს გამო ისეთი დიდი ვარ, ცას ცალი ხელით მივსწვდები!.. ისურვებ- დაგიკრეფ ვარსკვლავებს, სინათლით აგევსოს მუჭები!.. მე ხელებს დაგიფენ მალულად ნაწვიმარ მიწაზე თუ ჯდები... თუ გინდა მზის სხივსაც მოგიწყვეტ და თმებში ჩაგაწნავ იმედად... სიცხეში მე ჩრდილი ვიქნები- უნდა გაეზარდო შენს დედას!!! სხვა იმას ვერასდროს ვერ შეძლებს, დედა რომ შვილისთვის აკეთებს... შვილი ხარ და შენ თუ გჭირდება- არწივის თვალებით ვაკვესებ!.. მე აღარც სიკვდილი მაშინებს, დედა ვარ- წინ ვინ დამიდგება!.. ცოცხალი დაგიცავს დედიკო და მკვდარიც სულ შენს წინ იდგება!..
და-ძმის ჯგუფი
შენ ჩემი პატარა შვილი ხარ-
დედიკოს პატარა იმედი...
შენს გამო ისეთი დიდი ვარ,
ცას ცალი ხელით მივსწვდები!..
ისურვებ- დაგიკრეფ ვარსკვლავებს,
სინათლით აგევსოს მუჭები!..
მე ხელებს დაგიფენ მალულად
ნაწვიმარ მიწაზე თუ ჯდები...
თუ გინდა მზის სხივსაც მოგიწყვეტ
და თმებში ჩაგაწნავ იმედად...
სიცხეში მე ჩრდილი ვიქნები-
უნდა გაეზარდო შენს დედას!!!
სხვა იმას ვერასდროს ვერ შეძლებს,
დედა რომ შვილისთვის აკეთებს...
შვილი ხარ და შენ თუ გჭირდება-
არწივის თვალებით ვაკვესებ!..
მე აღარც სიკვდილი მაშინებს,
დედა ვარ- წინ ვინ დამიდგება!..
ცოცხალი დაგიცავს დედიკო
და მკვდარიც სულ შენს წინ იდგება!..