დედამ დასთესა ეგ სილამაზე,

დაბადებიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მხოლოდ ერთია!
დედა ძველია როგორც სამყარო,
და როგორც დილა არის ახალი,
არ გაჩენილა ქვეყნად სახელი,
დედის სახელზე უფრო მაღალი!
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრებაში გზა ვის არ შეშლია,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი,
სიყვარული და დედა ერთია!
გზა რომ არ გქონდეს,დედის საფლავზე
მაინ არ უნდა გადაიარო,
და როცა მშობელ დედას აფასებ,
შენს თავს აფასებ ადამიანო!!!

Комментарии