შეყვარებული მათემატიკოსის sms-ი შეყვარებულს.

ანუ მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, ჩემი sms-ი გაგაკვირვებს,ვინაიდან მე შენთვის ორუცნობიანი განტოლების ერთ-ერთი უცნობი წევრი ვარ.მაგრამ რას ვიზამთ_ასაკი მაიძულებს,გამრავლებაზე ვიფიქრო,გამრავლებამდე კი,ხო იცი -მიმატებაა საჭირო. ვშიშობ რომ არ იკადრებ ჩემთან განტოლებას, მაგრამ ჩემი აზრით ეს ცდომილებაა,ვინაიდან ერთმანეთისთვის ვართ პირდაპირპროპორციულები და რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეხედო საქმეს,ადამიანისთვის საკუთარი კუთხე აუცილებელია. ვიცი შესანიშნავ წრეში აღიზარდე და ყოველთვის ამ წრის ყურადღების ცენტრში იყავი.მე გულით მინდა,მე მინდა რომ ჩემს წრის ცენტრში გადმოინაცვლო.ეს არ იქნება შენი ოჯახიდან ფესვის ამოღება,ეს-პროგრესიაა,მითუმეტეს რომ მე,შეძლებისდაგვარად ხარისხში აგიყვან. თუ არ მოგეწონება ჩემი ოჯახის სხვა წევრები,გაყოფას და გამრავლებას რა უნდა?როცა მოისურვებ,ჩემი მშობლები ფრჩხილებს გარეთ გავიყვანოთ.შენს დადებით პასუხს შეუძლიაჩემი ცხოვრება180*-ით შემოაბრუნოს. თუ ეს ასე მოხდება და შენ ჩემი მეორე ნახევარი გახდებ,სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც ჩვენ ერთმანეთის პარალელურები ვიქნებით.

შეყვარებული მათემატიკოსის sms-ი შეყვარებულს.ანუ მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, ჩემი sms-ი გაგაკვირვებს,ვინაიდან მე შენთვის ორუცნობიანი განტოლების ერთ-ერთი უცნობი წევრი ვარ.მაგრამ რას ვიზამთ_ასაკი მაიძულებს,გამრავლებაზე ვიფიქრო,გამრავლებამდე კი,ხო იცი -მიმატებაა საჭირო. - 837111997897

Комментарии

  • 24 июл 2016 19:51
    Ai aseti martivi axsna sjirdeba siyvaruls:-D
  • 25 июл 2016 01:24
    ნეტავ შეყვარებული ფიზიკოსისა და ქიმიკოსის სიყვარული როგორი იქნება..
  • 25 июл 2016 03:20
    Geometria uproa