შვილს.......

ჩემო პატარავ,
დე,ასე იმიტომ მოგმართავ,რომ რაც უნდა დრო გავიდეს შენ სულ პატარა იქნები ჩემთვის..მე სულ გულისფანცქალით დაგელოდები როდის შემოაღებ კარებს და დამიძახებ --დედი,მოვედი....
სულ მენატრები და სულ ვფრიაქობ,მაშინაც კი როცა მოკლე მანძილზე და მოკლე დროით მეგულები...სულ ფანჯარიდან ვიყურები და გეძახი...მინდა,რომ ჩემს თვალწინ იყო...გხედავდე და შენს ყველა ქმედებას ვხედავდე...
ხშირად გეუბნები,რომ როცა შენ ცუდად სუნთქავ მე საერთოდ ვერ ვსუნთქავ და როცა იღიმი ბედნიერი ვარ....შენ ეს იცი....იცი,რომ ყოველ ღამე ვიღვიძებ რათა მძინარს დაგიკოცნო თმები და შენი ხელების სურნელი ვიყნოსო...დილით კი შებლზე გადებ ხელებს...შინიდან წასულს ფიქრით მოგყვები და პირჯვარს გსახავ თვალებით....
...დე,შენ იცი როგორ გამზარდე?!....დაუღალავი გამხადე...სხვაგვარად შევხედე ყოფით შტრიხებს....აღმოვაჩინე,რომ ყველა შვილის და დედის ურთიერთობაში ღმერთია....ჰო,ასეა....ასეა დედი და სწორედ ამიტომაც შეუძლია ყველა დედას შვილისათვის ჩაიდინოს სასწაული....გახდეს გმირი...გადასცუროს ოკეანე...ათენოს ღამეები...დაივიწყოს პირადი და პეშვში დაიტიოს ყველაზე დიდი ზღვა შვილისათვის....
.......შვილისათვის.....შენთვის....თვალდახუჭული შემიძლია გავიარო გაწყდომის ზღვარზე მყოფი ბეწვის ხიდი....მზის სიმხურვალეს შევახო ხელისგული....ყინულოვან კლდეზე ავიდე ფეხშიშველი.....დედი,დეეეეე შენს გამო შემიძლია და შევძლებ ყველაფერს....ეს შენ მასწავლე...მისით მოვიდა შენს მერე....შენს მერე ჩემში სხვა ადამიანი აღმოვაჩინე.სხვა ღირებულებებით,შესაძლებლობებით,მიზნებით და მხარზე მოხვეული მზით...
ჩემო,
ჩემო შვილო----ამაზე თბილი სიტყვა ხომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე...შენ ხარ ჩემი გული და მაჯისცემა....მინდა,რომ არასოდეს გაწბილდე,არასოდეს შეგცივდეს....ყოველთვის გჯეროდეს ლოცვისა და სიკეთის ძალის...
გჯეროდეს სასწაულების და როცა ვინძლო რამემ შეგაშფოთოს,როცა ვინძლო ზამთარში თითები გაგიცივდეს...როცა ვინძლო დაგჭირდეს მინდა იცოდე,რომ შემიძლია ჩემი სული შენს პაწაწინა მხრებს მოვახურო....
მიყვარხარ......
დიკა სალაყაია

Комментарии

Комментариев нет.