თაფლის ტორტი -ყველასათვის საყვარელი დესერტი

ინგრედიენტები
კრემი:
სოდა - 1/2 ჩ.კ
თაფლი - 4 ს.კ
კვერცხი - 4
შაქარი - 1 ჭიქა
ფქვილი - 4 ჭიქა
არაჟანი - 1 ლ
შაქრის პუდრი - 2 ჭიქა
ვანილი
მომზადების წესები
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ , შევურიოთ გამდნარი თაფლი, სოდა+ლიმონის წვენით, ბოლოს ფქვილი.
ამ ცომისგან უნდა გავაკთოთ 5 ფირფიტა, თითოეული გამოვაცხოთ 6-8 წუთი. ფირფიტები ერთმანეთზე დავალაგოთ და თანაბრად ჩამოვუსწოროთ გვერდები. ეს ნარჩენები დავფხვნათ და მზა ტორტს ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ.
კრემისთვის უკეთესია ცხიმიანი არაჟანი. გავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად.
წავუსვათ ფირფიტებს კრემი, გადავუსვათ ზემოდანაც და გვერდებზეც.

Комментарии

Комментариев нет.