იღვიძებს კვირტი, დადგა ხარება,

ღმერთს დიდება და ჩვენ _ გახარება.
გილოცავთ ზეიმს, «უფალი მეფობს»,
ამას გვასწავლის, გვთხოვს სახარება.
ნეტავ, ისეთი დრო მოგვემადლოს
ყველგან მშვიდობის სუფევდეს ნება,
და არა მხოლოდ ფუჭი სურვილით,
მარტო რითმების ნაზი ზმანება.
ზეციერო, გთხოვ, ავი გვაშორე,
შიშით ძრწოლა და აკანკალება.
შემოუბრუნე ქართველი კერას,
გვეყო გაყოფა და გაცალება!
სამამულე რქა გაგვიჩანაგდა,
მამულს მიგდებულს, ეკალ-ნარებში
სხვები გვართმევენ, აღარ დასრულდა,
უცხო ტომელთა სრბოლა-თარეში.
რა გვემართება, რად დავბეჩავდით,
ცოდვა, ხომ ვერსად დაიფარება?!
ღმერთო, გთხოვ, ძალა მოგვაკრებინე,
ხარება დადგა, გვსურს გახარება.

Комментарии

Комментариев нет.