“იდგა ჩემი ნატვრის ხე..

იდგა საცოდავად ტოტებჩამოყრილი.. ქარი კი უბერავდა და ჩემს ყველა ნატვრას, ფერად-ფერადს, აქეთ-იქით აფრიალებდა.. ათასფერად გადაჭრელდა ხე.. მერე წამოწვიმა.. წვიმის წვეთებმა ჩამორეცხეს ცრემლიანი ოცნებები.. ზოგიც ქარმა გაფანტა შორს და თან გაატანა ჩემი გულის პატარა ნაწილი..
მივედი გაძარცვულ ხესთან.. საცოდავად შემომღიმა ნატვრის ხემ და დამნაშავესავით დახარა თავი.. ყველა ოცნებას გადავუსვი ხელი.. სიცივე ვიგრძენი.. მაინც არ გავიტეხე გული და ახალი, კიდევ ერთი ფერადი ნატვრა შევაბნიე ყველაზე ლამაზ ტოტს..
ამ დროს შევხედე და შევცბი.. ტიროდა ნატვრის ხე.. ამდენი ნატვრისაგან დამძიმებული წელში მოხრილიყო და დამნაშავესავით მიყურებდა სევდიანი თვალებით.. რამდენი აუსრულებელი ოცნება ეკიდა ზედ..
უცებ შემეშინდა.. შემეშინდა ცხოვრების.. შემეშინდა იმედგაცრუების.. გულისტკივილის.. და რომ არ წავქცეულიყავი და არ დავკარგულიყავი ამ უსამართლო სამყაროში, მეც ოცნებად ჩამოვეკიდე ჩემს ნატვრის ხეს..”
გიორგი ლეონიძე
(05.09.1987)

Комментарии

Комментариев нет.