Комментарии
- 18 окт 2024 23:02zaza chkaduaეს ახვარი ნახმარი იმიტომ ბრაზობს ალბათ მაგათზე რომ არცერთმა არ იხმარა
- 19 окт 2024 16:12MALHAZ GORGILADZEEs fexmzimed gofila
- 20 окт 2024 16:58Kaxa KkkkkkkRiti shenmogityan didipatara gvarshi she metrake sheni masoni dedas sheveci
- 20 окт 2024 16:59Kaxa KkkkkkkPidarastebi ro chkuas dagarigeben male mogetyvnebat gamzrdeli trampi ro gaimarjvebs
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
🇬🇪ქართული ძალა🇬🇪
“ასეთი რამ ჩემი კარიერის მანძილზე არ გამომიცდია” – როთი
“ქართული ოცნება” იქცა ქართულ კოშმარად, რადგან ამჟამინდელი მთავრობა და მისი ლიდერი ივანიშვილი მუშაობს საქართველოს იზოლაციისთვის. ოლიგარქია დემოკრატიისთვის საწამლავია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან.
დიდი ბიზნესი და პოლიტიკა არ უნდა გაერთიანდეს, ეს არის პრობლემა და ამიტომაა საქართველოს დეოლიგარქიზაცია ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. ეს ჩემი პირადი აზრი არაა, ეს ევროკავშირის საერთო აზრია, გერმანიის მთავრობის და გერმანიის ბუნდესტაგის.
ზოგიერთი ლიდერი თქვენს ქვეყანაში გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ ჩვენ რეჟიმის ცვლილების დაწყება გვინდა. სულაც არა, თქვენს ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება მმართველ პარტიას სურს, რადგან ქართველ ხალხს ევროპა უნდა. მაგრამ არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ევროპა მმართველ პარტიასაც უნდა. ისინი უფრო ავტორიტარიზმისკენ მიდიან.
ეს თავდასხმები და დაგეგმილი სიცრუის კამპანია ევროპის საკითხებში მინისტრის, ჩემს და გერმანული პარლამენტის წევრების წინააღმდეგ არის ძალიან დიდი სიბინძურე და საქართველო ამას არ იმსახურებს. მაგრამ დაბლა ისინი ეცემიან, ჩვენ ვმაღლდებით. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს თავდასხმები. ჩვენ გვინდა დიალოგი.
ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია უარს ამბობდა ჩვენთან შეხვედრაზე. 26 წელია ევროკავშირის შიდა საკითხებზე ვმუშაობ და ასეთი რამ ჩემი კარიერის მანძილზე არ გამომიცდია, რომ მთავრობას და მმართველ პარტიას არ სურდა ჩვენთან შეხვედრა. დიახ, მე მხოლოდ ლამაზი სიტყვების სათქმელად არ ჩამოვსულვარ, მაგრამ მე პატივს ვცემ მთავრობას მიუხედავად ყველაფრისა”, – ამბობს მიხაელ როთი.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა გერმანელ მინისტრს “კუბიულიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს. ამ განცხადებიდან მალევე გერმანიის ელჩმა საქართველოში კალაძეს სოციალური ქსელით უპასუხა: “დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”- დაწერა ფიშერმა.