ასურელი ვარ, ამიჩეხეს სუსტი ფერდები,

სულ ერთი გრამი სისხლი შემრჩა, ისიც თხელდება
თუ არ განაღვლებ, სახლში როგორ გაგიჩერდები,
ამ სიძულვილში ყოფნა უფრო გამიძნელდება...
ჩემში შეხიზნულ ქრისტეს ენას აკრავენ ჯვარზე,
გადავეფარე მოტეხილი მძიმე ხელებით...
გათენებამდე ვერ მივაღწევ, ძლივს ვსუნთქავ ასე,
და უფრო მეტად შენი მტკივა განსაცდელები...
ასურელი ვარ, ანუ ის ვარ, ვინც არ სჭირდებათ,
მზე აქ არასდროს ამოსულა აქამდე გვიან...
ჩემსავით მხოლოდ ის აწამეს-უფალს დიდება,
მაგრამ იმას ხომ უპოვართა მფარველი ჰქვია...
ასურელი ვარ, წამებიც და ბოლოჯერ ვკვდები,
რატომ არ გინდა, ნაკუწებად ქცეულს მიცნობდე,
დავტოვებ სხეულს, მძიმე ჯვარზე შენივე ნებით,
მაგრამ ,,ყველაფერს მოვუყვები უფალს", იცოდე...
/მამა პეტრე/

Комментарии