ჩემს ქმარს

უსათუოდ ლექსები ეყვარება.
და სულში ექნება ჩამდნარი
ხელოვნება.
არაფრად ეღირება ქვეყნისთვის
თავგანწირვა.
ქართული ექნება სისხლი და
ეროვნება.
ჩემს ქმარს უსათუოდ ღიმილი
მოუხდება.
თვალებში ენთება სიმტკიცის
ნაპერწკლები.
ყველას ვაჟკაცობას ეჭვქვეშ
დააყენებს.
და მეც უშიშრად და მშვიდად
დავბერდები...
ჩოხა-ახალუხი მხარ-ბეჭს
დაუმშვენებს.
ღიმილგარეული დარდით
დაღვინდება.
მტკივან საქართველოს ყველა
დაკვნესება
გულის საძირკველში
დასწვავს,ასტკივდება.
ჩემს ქმარს უსათუოდ დედა
ეყვარება.
ძმაკაცი ეყოლება სულით
თანასწორი.
უსუსურს,დაუცველს ფარად
ეფარება,
დიდთან,პატარასთან მათებრ
თანატოლი.
ჩემს ქმარს საქართველოს მთები
ეყვარება.
მიწა ეყვარება-სისხლით
დანაფერი.
ერთ სიტყვას იტყვის და მას ფასი
ექნება,
თუმც მტერი ეყოლება ბევრზე
ბევრად ბევრი.
ჩემს ქმარს უსათუოდ ღმერთი
ეყვარება,
რწმენა ეყვარება-ხალხში
დაკარგული.
ფიქრისგან დაღლილი კუშტი
გამოხედვა
ცოლისთვის ექნება ღიმილით
დაქარგული.
ჩემს ქმარს უსათუოდ ცოლი
ეყვარება-
არაბანალურად მზრუნველად
მზრუნველი.
დანაშაულია ეჭვის შეპარება,
ვიცი, ასეთი ქმრის ბევრია
მსურველი.
ჩემს ქმარს უსათუოდ სიმღერა
ეყვარება,
ქეიფი ეყვარება ქართულად,
ქართული.
ვერასდროს შენიშნავს დღეთა
დაღამებას-
შვილების ზრუნვაში დაღლამდე
გართული.
ჩემს ყველა სისუსტეს მკლავებს
შემოაჭდობს
ყველა აღმაფრენის თუ სევდის
ზიარი.
ჩემი სულის ზამთრის იქნება
გამარტება
და ჩემი სიყვარულის უწყვეტი
პიარი.

Комментарии

Комментариев нет.