მიტროპოლიტი სერაფიმე პირიელი - ეკუმენიზმი_ბნელ ძალთა მხეცური გამოვლინებაა

----------------
ძვირფასო ძმანო და დანო, ქრისტეს მიერ საყვარელო სამწყსოვ!
მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესმა წმინდანმა ღირსმა იუსტინე პოპოვიჩმა თავის მონუმენტურ ნაშრომში „მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი" აღნიშნა: „ეკუმენიზმი - დასავლური ევროპის ყველა სახის ფსევდოქრისტიანობისა და ცრუქრისტიანობის საერთო სახელწოდებაა. მასშია გული ყველა ჰუმენიზმებისა პაპიზმის მეთაურობით. ყველა ამ ცრუქრისტიანობისა და ცრუ ეკლესიების საერთო სახელწოდებაა ერესთა-ერესი".
იმავე სულისკვეთებით საუბრობს ნეტარხსენებული არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი. ეკუმენიზმის რეალურ სახეს ის შემდეგნაირად წარმოაჩენს:
„ეკუმენიზმი - საერთაშორისო სიონიზმის მსოფლიო მასშტაბის მოძრაობაა, რომელსაც მიზნად მსოფლიო ერთიანი პოლიტიკური და რელიგიური მოდელის შექმნა აქვს დასახული. ეკუმენიზმი - საშინელი ქარიშხალია, რომელიც ლამობს საფუძვლამდე გაანადგუროს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ქრისტეს ეკლესია".
ეკუმენიზმი - ბნელ ძალთა მხეცური გამოვლინებაა, რომელიც თავის სისასტიკეს ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ წარმართავს, რათა გაქრეს მართლმადიდებლობა.
ამიტომაც, ნეტარხსენებულმა არქიმანდრიტმა ათანასე მიტილიანოსმა ეკუმენიზმს ანტიქრისტეს უკანასკნელი წინამორბედი უწოდა. თუ პოლიტიკური თვალთახედვით ერთიანი საყოველთაო, ელექტრონული სახელმწიფოს შექმნაა მიზნად დასახული, რელიგიური ნიშნით ყველა რელიგიის გაერთიანება (რელიგიათაშორისი ეკუმენიზმი) და ყველა ერესის (ქრისტიანთაშორისი ეკუმენიზმი) ერთიან მსოფლიო რელიგიაში გაერთიანებაა მათი საბოლოო მიზანი.
მათთვის ყოვლად მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლება და ყველანაირად ცდილობენ გადალახონ კონფესიებს შორის არსებული დოგმატური განსხვავებანი.
ეკუმენიზმი - ყველა ეპოქის ეკლესიოლოგიური ერესია, იმიტომ რომ ის ათანაბრებს ყველა რელიგიასა და სარწმუნოებას. ეკუმენიზმი XIX ს-ში პროტესტანტურ წიაღში გაჩნდა. იმ პერიოდიდან ზოგიერთმა „ქრისტიანულმა ეკლესიამ", ამასოფლის სულით გაჯერებულებმა, გაერთიანებისა და თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები გადადგა. ოციან წლებში ეს კავშირი ეკუმენისტურ მოძრაობაში გადაიზარდა, ხოლო 1948 წ. ჰოლანდიაში (ამსტერდამი) ამ მოძრაობას „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" ეწოდა.
სინამდვილეში ერესთა მსოფლიო საბჭო უნდა ვუწოდოთ, რომლის შტაბ-ბინა ჟენევაში გახლავთ.
ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რომელსაც ეკუმენიზმი თავისი მიზნის მისაღწევად იყენებს - სინკრიტიზმია. ის ქრისტიანული სარწმუნოების ვერაგი მტერია, რომელსაც დიდი გასაქანი ეძლევა ე.წ. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში", უფრო სწორად „ერესთა მსოფლიო ხროვაში", რასაც ის სინამდვილეში წარმოადგენს.
„სინკრიტიზმი - რელიგიებისა და რელიგიური იდეების ერთობლიობაა. ის ერთგვარი რელიგიური სინთეზი, შერწყმაა აბსოლუტურად ურთიერთსაპი-რისპირო და არაკანონიკური ელემენტებისა".
ეკუმენიზმი ძირითადად ორ საფუძველზე იგება: პირველი - ქრის-ტიანთაშორისი ეკუმენიზმი, მეორე - რელიგიათაშორისი ეკუმენიზმი. ორივე სახის ეკუმენიზმი ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებად, ტროას ცხენად გვევლინება, რომლებიც არსობრივად კერპთაყვანისცემის სახეობები: ავხორცული ვნებების, ინტელექტის, პოლიტიკური მიდგომის, ფილოსოფიური იდეოლოგიის, ან ყველაფრის ერთბაშად თაყვანისცემა გახლავთ.
მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება თავის ღვთივგანცხადებულ გამოცდილებას ეკლესიის ხელთუქმნელი ღვთაებრივი ენერგიების საფუძველზე ფლობს. ქრისტიანთაშორის ეკუმენიზმი კი ქრისტიანული „კონფესიების" (პაპიზმის, პროტესტანტიზმის, ანგლი-კანიზმის, მონოფიზიტობის... ქრისტეს სასძლოსთან წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან) დოგმატური მინიმალიზმის საფუძველზე გაერთიანებისკენაა მიმართული.
ეკუმენისტური პრინციპების თანახმად, სხვაგვარადმადიდებელთა დოგმატური განსხვავებანი „ეკლესიების" განსხვავებულ ტრადიციადაა მიჩნეული, ხოლო „ეკლე-სიათა" გაერთიანების მიღწევისთვის სარწმუნოებრივ განსხვავებათა გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს.
რელიგიათაშორისი ეკუმენიზმი კი მიიჩნევს, რომ ყველა რელიგიაში არსებობს დადებითი მხარეები, რომ განსაკუთრებით ქრისტიანობის, მუსლიმანობასა და იუდაიზმს შორის საერთო რელიგიური საფუძვლები არსებობს. ანუ ეკუმენიზმი მიზნად ისახავს ერთიანი „ზერელიგიის" ჩამოყალიბებას.
რელიგიათაშორისი პრინციპის თანახმად, „მონოთეისტურ რელიგიებში" არსებული „საერთო საღვთისმეტყველო ნიშნები" უნდა დავინახოთ. ეს აუცილებელია საიმისოდ, რომ შეიქმნას რელიგიური გაერთიანება.
ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ადამიანის ცხონებისათვის აუცილებელია მართალი (მართლმადიდებლური) სარწმუნეობის, მართალი (მართლმადიდებლური) საქმეებისა და ცხოვრების ქონა. იმავეს ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი თავის „კატახიზატორულ საუბრებში".
თუ, წმინდა მამების თანახმად, ცხონება რთულია მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, რომლებიც იღვწიან ამისათვის, რამდენად რეალურია ეს ე.წ. „ქრისტიანებისათვის", ერეტიკული დაჯგუფებებისათვის. რაგვარად შეიძ-ლება მათი ცხონება, თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებით?
ან როგორ ცხონდება რომელიმე მუსლიმი, რომელიც ყურანს მიიჩნევს ღვთივგანცხადებულ წიგნად, როდესაც უარყოფს სამპიროვანი ღმერთისა და ძე ღვთისას ღვთაებრიობას?
როგორღა ცხონდება იუდეველი, რომელსაც არა ძველი აღთქმის, არამედ თალმუდისა და კაბალის სწამს, რაც დემონური მაგიისა და ეშმაკის თაყვანისცემა გახლავთ?
ან რისი იმედი აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს, რომელიც ამავე დროს ერეტიკოსებთან და სხვაგვარადმადიდებლებთან, სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან აღავლენს ერთობლივ ლოცვას?
ჩვენ ვერ დავეხმარებით ერეტიკოსებს, თუკი ვეტყვით მათ, რომ ისინიც იმავე ღმერთს სცემენ თაყვანს, თითქოსდა უბრალოდ ისინი სხვა გზით მიდიან ღვთისკენ, რომ თითქოს მათი გზაც ისეთივე კანონიკურია, როგორც მართლმადიდებლების.
ამრიგად, ეკუმენიზმი უდიდესი წინაღობაა ჭეშმრიტი გაერთიანების თვალსაზრისით, რითაც საკუთარ თავის აბსოლუტურ უსარგებლობასა და მიუღებლობას წარმოაჩენს.

Комментарии

  • 1 фев 2017 17:51
    Xalxo gons modit ra usamartlobaa. Gvtisgan xeldasmuli mitropolitia da darwmunebuli var gvtis winashe martalia.