14 дек 2014

გულო,როგორ დაიღალე,

მიილიე,
თითქოს ფეთქავ, თითქოს კიდეც
აღარა,
გულდაწყვეტით ვიყურები სარკეში და,
ვითვლი თმებში შემოპარულ ჭაღარას. დღე და ღამე გაიყრება სადაცაა,
და დადგება ისევ ღამე უძილო,
ეს საათიც გულის წუხილს მიმატებს და
აღარ მინდა მის წიკ-წიკს რომ
ვუსმინო.
დროვ,გაჩერდი,გთხოვ ცოტა ხნით გაირინდე,
ნუ გარბიხარ,და ნუ მაკლებ ამ წუთებს,
მინდა ვნახო ვინც მიყვარს და
მენატრება,
ეგ ხმაური მერე არ შემაწუხებს.
მინდა მუხლი მოვიყარო ჩემს მიწაზე მოვეფერო მამა-პაპის საფლავებს,
მერე თუნდაც აღარ ვიყო, აღარ ვჩივი,
არ ვიდარდებ, თუ გავედი გაღმა მეც.
/ნანა მეტრეველი/ 0

Комментарии

Комментариев нет.