ფიქრი მომეძალა,ფიქრი და ნაღველი,

სულიც დაიღალა ამდენი განცდებით.
ისევ ავსებულა ეს გული დარდებით,
წლებია ასე ვარ და თანაც რამდენი.
თვალსა და ხელს შუა გაფრინდნენ ეს წლები,
ძალზედ რომ ვეცადო ვეღარც დავეწევი.
მინდა გავიხარო,კიდეც შევეცდები,
მაგრამ ბედისწერას ვერსად გავექცევი.
გაფრინდა ძველი დრო, ის ახალგაზრდობა,
გულს აღარ ახარებს ლხენა და გართობა,
ვბერდები,ჭაღარამ თმებშიაც დამთოვა,
გაქრა ის მხნეობაც ასე რომ მამკობდა.
ფიქრი მომეძალა,ფიქრი და ნაღველი,
გული კვლავ სავსეა ცრემლით და განცდებით,
თუ არ შეიცვალა ეს წლები წამების,
ეს ჭკვაც მიღალატებს და ზღვარსაც
გავცდები.
არა ,ღმერთო ჩემო ასე ნუ გამიმეტებ,
მაკმარე ამ წლების ტანჯვა და წამება,
ხომ ხედავ რარიგად ჩავიწვი,ჩავიფერფლე,
ვერ ვხვდები დრო ჩემთვის ასე რად გაჩერდა.
შენია სამყარო ,შენია ყოველი.
შენ შეგწევს ძალა ხელი რომ წამაშველო,
მრავალი წელია წყალობას მოველი,
შემაძლებინე ცხოვრება გაფიქრი
მომეძალა,ფიქრი და ნაღველი,
სულიც დაიღალა ამდენი განცდებით.
ისევ ავსებულა ეს გული დარდებით,
წლებია ასე ვარ და თანაც რამდენი.
თვალსა და ხელს შუა გაფრინდნენ ეს წლები,
ძალზედ რომ ვეცადო ვეღარც დავეწევი.

Комментарии

Комментариев нет.