6 июн 2013

***DEDA***

Комментарии

  • 6 июн 2013 15:00
    თქვენგან ნაჩუქარი მთელი სიხარული გრძნობით გადაფსკვნილი სევდის ნაკადია ფიქრი სიმარტოვის კედელს მიხატული დედის სიყვარული იცი რა კარგია? მე არ შემიძლია ქუჩა გავირბინო, ისე ვითამაშო როგორც სხვა ბავშვებმა... ვიცი კიდევ ერთხელ უნდა დავიძინო, რადგან იმედი მაქვს დედა აქ გაჩნდება. დედი მომენატრე, იქნებ ერთხელ მნახო, იქნებ მაგრძნობინო დედა–შვილის სითბო. ერთი სურვილი მაქვს სიზმრად კიდევ გნახო ერთი სურვილი მაქვს სიზმრად გამიღიმო. ალბათ შენზე ფიქრით მალე დაღამდება სევდა ცრემლებშია მძიმედ გადაზრდილი. ახლა დაღლილი ვარ, ხელი მიმძიმდება ეტლზე მიჯაჭვული ვზივარ გადაღლილი. ხშირად მაგონდება დედა სიკვდილი და ვიცი არ არსებობს ქვეყნად სიხარული. აღარ შემიძლია ისევ ვითამაშო, რადგან ძალა შემრჩა მხოლოდ სიყვარულის. /ს. ბერიშვილი/
  • 8 июн 2013 16:14
    დედი, შენს ცრემლზე ია მოვიდა, იაზე ჭრელი პეპელა დაჯდა; დედი, ამ დილით მზე ამოვიდა, სახსოვრად შენი საფლავი დამრჩა. დედი, დღეიდან ობოლი მქვია, ობლად ვეკუთვნი ქვეყანას მზიანს და ვეფერები პატარა იას, რომელზეც ჭრელი პეპელა დაჯდა. :'(:'(:-(
  • 8 июн 2013 16:17
    ♫ დ ე დ ა ს! მე შენს სახელზე მოვქარგავ იებს, თან მივახატებ უამრავ კოცნას, ქარს გამოვატან სითბოს და ალერსს და სანთლის ალზე ერთ გამთბარ ლოცვას. შეახე ხელი, შენი ფიქრი ვარ, ერთი უბრალო დარდი და სევდა, ბავშობაში რომ ხელს მაშველებდი, ნუგეშს მაძლევდი "მოგიკვდეს დედა". ახლა თუ ზოგჯერ უმწეო ვხდები, შენ უხილავად ჩემს გვერდით გხედავ, მე მაპატიე თუ ისევ გიხმობ, ჩემო სუსტო და ძლიერო დედა... მე შენს სახელზე მოვქარგავ იებს, თან მივახატებ უამრავ კოცნას, ქარი გადმოგცემს უამრავ ამბებს, გამოატანე მას დედის ლოცვა!
  • 19 июн 2013 13:37
    ѵℯTu Sei La Mia Vitaℒℴѵℯ╰⊱pawu როგორ მენატრები დედა ღრუბელს გავაყოლებ ფიქრებს ქარებს დავიგულებ მხედრად სივრცეს, ოცნებები მივსებს, ისე მენატრები დედა. ვიცი, სიშორეთა ხიდი, დროთა უსაშველო სევდა, მიდის, უგზოუკვლოდ მიდის უფრო მენატრები დედა. შენი გულმხურვალე ლოცვა, გზა—კვალს მიცისკროვნებს ბედად. როგორ ძლიერი ვარ როცა ქვეყნად შენა მყავხარ დედა. ჩემო, გულცისკარა ქალო, ჩემო, ტკივილო და სევდავ. ჩემო ოცნებების ფარო, ჩემო საყვარელო დედა. ღმერთმა გაგიგრძელოს წლები მყავდემიწიერი ღმერთად. მინდა გამოვისხა ფრთები ისე მენატრები დედა
  • 15 фев 2014 13:03

    დედის
    იმ ცრემლებს გაუმარჯოს!შვილის ბედნიერებისთვის რომ ტირის ,იმ დედის გულს
    გაუმარჯოს ამდენ ტკივილს რომ იტანს.დედის იმ მოთ მინებას გაუმარჯოს
    დაბადებიდან დღემდე რომ ითმენს,იმ დედას გაუმარჯოს რომელიც შვილის
    გულისთვის ყველაფერს იტანს,იმ დედის ენას გაუმარჯოს რომელიც იავნანას
    მღერის და იმ შ ვ ი ლ ს გაუმარჯოს ამ ყუელაფერს რომ დაუფასებს დედას!!!