"თეთრი დათვი"
"თეთრი დათუნია"
ინგრედიენტები:
კვერცხი 8 ცალი
შაქარი 5 ჭიქა
კარაქი 350 გრ
ვანილი 1 შეკვრა
სოდა ძმრით 1 ჩკ+1 ჩკ
ფქვილი 3,5 - 4 ჭიქა
ქიშმიში 1 ჭიქა
თხილი ან ნიგოზი (მოხალული) 1 ჭიქა
კრემი (შეგიძლიათ გაანახევროთ მასალა)
კარაქი 500 გრ
შესქელებული რძე 2 ქილა
ვანილი 1 შეკვრა
კონიაკი 2 სკ
1. 8 ცალი კვერცხის გული, 2 ჭიქა შაქარი და 350 გრ კარაქი კარგად ამოვიყვანოთ, ჩავამატოთ 1 ჩკ სოდა ძმრით, ვანილი და 3,5 - 4 ჭიქა ფქვილი. უნდა მივიღოთ რბილი ცომი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ ქაღალდებზე.
2. 8 ცალი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ძალიან კარგად, ღრუბელივით რომ გახდება ნელ-ნელა ჩავაყაროთ 3 ჭიქა შაქარი. ბოლოს ჩავაყაროთ მოხალული, დაჭრილი თხილი, ქიშმიში და ვანილი. გავყოთ 3 ნაწილად და წავუსვათ გაბრტყელებული ცომის ფირფიტებს. გამოვაცხოთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
3. კრემი: 500 გრ კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებული რძე, 2 სკ კონიაკი და ვანილი.
4. მომზადება: გავყოთ კრემი ორ ნაწილად, წავუსვათ პირველ და მეორე ფენას, ხოლო ბოლო ფენას მოვაწუწოთ მინანქარი და მოვაყაროთ დაჭრილი თხილი და ქიშმიში.( ჩემ შვილებს ქიშმიში არ უყვართ და ამიტომ მე არ ვუკეთებ).....
12 კვერცხის გული ავთქვიფოთ 2
ჭიქა შაქართან,დავუმატოთ ვანილი,
1 ჩ/კ სოდა ძმრით ან ლიმონის
წვენით, 500 გარმი დარბილებული
მარგარინი, ფქვილი (უმაღლესი
ხარისხის) დაახლოებით 4-5 ჭიქა,
მოვზილოთ ნაზი ცომი და
გავაჩეროთ მაცივარში ნახევარი
საათით. სანამ ცომი ისვენებს
მაცივარში)) შევუდგეთ ბეზეს
ორთქლში ამოყვანა.
ემალირებულ ჯამში ვათავსებთ
ცილას 12 კვერცხიდან, ვამატებთ 7
ჭიქა შაქარს, 2 ცალ ვანილს, 1 ჩაის
კოვზ ლიმონმჟავას და ამას
ყველაფერს ვთქვიფავთ 20 წუთის
განმავლობაში ორთქლზე სადაც
დადგმული გვექნება ჯამი, ბეზე რომ
გამაგრდება ,გადმოვდგათ. ცომი
გავყოთ სამ ნაწილად და
საგულდაგულოდ ცხიმწასმულ
ჟარონაზე გავიყვანოთ ხელით
ფქვილის დახმარებით, სამივე
ფენაზე ვანაწილებთ ბეზეს და
ვაყრით ნიგოზს, დაახლოებით
დაგჭირდებათ 2-3 ჭიქა ნიგოზი,
ვაცხობთ ყველას სათითაოდ,
საშუალო ტემპერატურაზე 30-40
წუთი. თუ აფორმებთ ტორტს, ბეზე
მოიტოვეთ მოსართავად. მაგრამ
მოსართავად თეთრი ბეზე ცხვება
2-2,5 საათის განმავლობაში ოდნავ
ღია ღუმელში.
კრემისთვის დაგჭირდებათ; 2 ცალი
მოხარშული მალაკო და 300 გრამი
კარგი კარაქი, ვანილი. ფენები რომ
გაცივდება, ერთ ფენას წავუსვათ
კრემი, მეორე ფენა დავადოთ,
მეორესაც წავუსვათ კრემი, მესამე
ფენა დავადოთ...ზევიდან
გაფორმება უკვე თქვენი
გადასაწყვეტია. სახლისთვის როცა
ვაკეთებ ზევით ბეზეებს არ ვუკეთებ
უბრალოდ მინანქრით ვალამაზებ
და ნიგოზს ვაყრი.
500 გრ პ/ფქვილი
3 ც კვერცხი(ოთახის ტემპერატურის)
230 გრ შაქარი
250 გრ კარაქი ან მარგარინი
2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
შიგთავსი
5 ც კვერცხის ცილა
120 გრ შაქრის პუდრა
120 -150 გრ არაქისი
25 გრ კარტოფილის სახამებელი
ვანილი
მინანქარი
100 გრ კარაქი
6 ს/კ შაქარი
4 ს/კ კაკაო
4 ს/კ რძე
მომზადება
1)ვიხელმძღვანელოთ,წარმოდგენილი ვიდეო რეცეპტით
2)მოზელილი მასა გავყოთ ორ ნაწილად .ერთი ნაწილი უნდა იყოს მეორეზე დიდი,შემდეგ ჩავდოთ საკვების მოსათავსებელ ცელოფანში და მოვასვენოთ მაცივარში 30 წთ(ცომის დიდ ნაწილს ვათავსებთ მაცივარში,პატარა ნაწილს საყინულეში 15 წთ.)
3)მშრალ თასზე ავთქვიფოთ კვერცხის ცილები ,როდესაც აქაფთება, ნელ-ნელა +შაქრის პუდრა .ორ ნაწილად .დავუმატოთ სახამებელი+ვანილი+მსხვილად დაბლენდერებული არაქისი.
4)მივყვეთ ვიდეო რეცეპტს
5)გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წთ(დამოკიდებულია ღუმელზე)
6) ნამცხვარი გავაცივოთ და მოვასხათ ალაგ-ალაგ მინანქარი
----------------------------------
ცომმა, შეიძლება დაიმატოს პ/ფქვილი(მოზელილი მასა ,უნდა იყოს რბილი და ელასტიური)
საყინულეში მოთავსებული ცომი ,უნდა გადაახეხოთ ბეზეს.
არაქისი ,შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მსუბუქად მოხალული ,მსხვილად დაბლენდერებული ნიგვზით.