Комментарии
- 21 окт 2017 17:48ხაჭაპური ფენოვანი ცომით
რეცეპტი მოგვაწოდა ნატალია ქავთარაძემ მაწონი 500 გრ
მარგარინი 250 გრ
ყველი 1კგ
ზეთი 2 სუფ.კოვზი
4 კვერცხი
ცოტა მარილი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს მომზადება
მაწონში ჩავყაროთ ცოტა სოდა, მარილი, ზეთი, 2 კვერცხი კარგად ვურიოთ დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
გავაბრტყელოთ გადავუსვათ მარგარინის მესამედი გადავკეცოთ და მაცივარში შევდოთ. ამას გავიმეორებთ სამჯერ.
გამოვიღოთ მაცივრიდან ცომი გავყოთ ორად. 1 ნაწილი უფრო მეტი უნდა იყოს
ვიდრე მეორე. თუნუქის ფირფიტას წავუსვათ ცხიმი, შედარებით პატარა ცომის
გაბრტყელებული ნაწილი დავაფინოთ, დავაყაროთ ყველი შეზავებული დარჩენილი ორი
კვერცხის ცილით, თუ უმარილოა ცოტა მარილიც დავუმატოთ, და ზემოდან
მორჩენილი ცომის მეორე ნაწილი გადავაფაროთ, გვერდები ამოვუკეცოთ,
გადავუსვათ ზემოდან 2 კვერცხის გული გახსნილი ცოტა მაწონში, ცომი ფრთხილად
დავჭრათ სასურველ ზომებად და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ცხვება
მაღალ ტემპერატურაზე, - 21 окт 2017 17:49აჩმა:
აჩმა-5 კვერცხი,300 გ კარაქი, 1 ჩ/ჭ წყალი,ყველი-1,5 კგ,ფქვილი იმდენი, რომ ცომი მაგარი იყოს .
მომზადების წესი: ვთქვიფავთ 5 კვერცხს, ვამატებთ 1 ჩ/ჭ წყალს და მარილს ცოტას, შემდეგ ფქვილს. მოზილეთ ცომი.
ცომს ვყოფთ 7 ნაწილად და ვათხელებთ, რაც შეიძლება თხლად. ვხარშავთ მდუღარე მაწილწყალში 5 ფენას. (ანუ ქვემოთა ფენას არ ვხარშავთ როგორც ზემოთა ფენას,დანარჩენ ფენებს ვხარშავთ).,
ცხიმს და ყველს ვანაწილებთ შემდეგნაირად- 300 გრამი კარაქი გავანაწილოთ -ორ ფენაც ქვემოდან ცხიმს ვუსვავთ შემდეგ ორ ფენას ყველს შემდეგ ისევ ცხიმს.
გამოცხობამდე ცომს დაჭრით (არაბოლომდე), ზედა ფენას გადაუსვით კვერცხი არაჟანთან ერთად, ვაცხობთ ღუმელში. - Комментарий удалён.
- 24 июл 2018 02:27legenda.in
gvewviet
ganaxlebul qartul socialur qselshi aq dagxvdebat myudro da tbili garemo
shedzlebt gaicnot axali megobrebi tqveni tavisufali dro gaatarot
chventan ertad.
saitze
aris bevri siaxle . saitze aris gantavsebuli onlain tamashebi romelic
shegidzliat itamashot rogorc telefonit aseve kompiuterit. arcert sxva
qartul saitze ar aris amdeni tamashi. gelodebit nu kargavt dros
daregistrirdit exlave.
legenda.in
es saiti aris tqventvis sheqmnili titoeuli momxmareblistvis. - 9 мая 2019 14:43Скажите, пожалуйста, тесто у Вас какое на фото?? Фило???или слоенное?
- 12 мая 2019 21:56первый рецепт- тесто для хачапури на мацони, второй рецепт это ачма-хачапури.
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь


️
♥Raznie recepti♥Sxvadasxva receptebi♥
:irma Kobaladze
ხაჭაპური ფენოვანი როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ხაჭაპური
უგემრიელესი ფენოვანი ხაჭაპურის რეცეპტი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
კვერცხი - 4 ცალი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
ძმარი - 3 სუფრის კოვზი
ზეთი - 3 სუფრის კოვზი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
მარგარინი - 400 გრამი
ყველი - 1 კილო
საფეხურები
1 კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30-40 წუთი.
2 შემდეგ ამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, გადავკეცოთ და კიდე შევდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამეთაც. ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე და როცა გვინდა, მაშინ გამოვაცხოთ.
3 მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზწმოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ცეცხლს სიძლიერე მოვუკლოთ.
დავბრაწოთ და გემრიელად მივრთვა