(ბაკურ მორგოშიას მასალების მიხედვით) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ყოველი მეგრელისთვის ქართული და მეგრული ერთნაირად მშობლიურია. ქართული დედაენის სახელმძღვანელოს შემდგენელმა იაკობ გოგებაშვილმა სწორად შეამჩნია: "მეგრელები დიდ პატივს სცემენ ქართულს, რადგან ის საეკლესიო-საღვთისმეტყველო ენად მიაჩნიათ და სხვა კუთხის ქართველებზე უკეთ ესმით ქართული ენაო". დიახ ბატონებო- მეგრელებს დღემდე ახსოვთ, რომ ქართული ენა სწორედ საეკლესიო ენად შეიქმნა და სხვებზე უკეთ იმიტომ ესმით ის, რომ მეგრული ენის უმდიდრეს ლექსიკაში არსებული სიტყვები ბოლომდე ხსნიან ქართული სიტყვების ძირებს. მე პირადად როცა ვქმნიდი ჩემს პოეზიას ქართულ ენაზე, პოეზიამ მიბიძგა შემესწავლა ძირეულად ქართული ენა, მათ შორის ძველქართული სიტყვებიც, და აი ამდროს აღმოვაჩინე, რომ ქართული სიტყვების უდიდესი ნაწილი მეგრული ძირისაა, რადგან ამ ძირების შინაარსიც და მრავალფეროვნება სწორედ მეგრულშია შემონახული. ჩემთვის ნათელი გახდა დიდი აკაკის სიტყვები "მეგრული ენა ნამდვილი სალაროა ქართული სიტყვისო". შემდეგ, როცა შევისწავლე იტალიური ენა აღმოვაჩინე, რომ ლათინურშიც უამრავი სიტყვაა, რომელსაც ვერ ხსნის თავად ლათინური ენა და მათი ძირეული მნიშვნელობა მხოლოდ მეგრული ენით გაიგება. უძველეს ღვთაებათა სახელების ეტიმოლოგიურმა ძიებამაც მეგრულ ენასთან მიმიყვანა და ეს არ გახლავთ ჩემი ეთნოცენტრიზმი თუ კუთხურობა, რადგან თუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ თავს კოსმოპოლიტად და მსოფლიოს მოქალაქედ ვთვლიო, მათ შორის ერთერთი მე ვარ. ეხლა კი მოვიყვან მაგალითებს, რომლებიც ადასტურებენ იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ქართული ენის ფუძე მეგრული ენაა. თავისდროზე ქართული სიტყვების ძრების ძიება დავიწყე თავად სიტყვიდან "სიტყვა"; ძველქართულად "სიტყუაი"-"სიტყუა"; "სი" თავსართია, ძირად გვრჩება "ტყუა". მეგრულად და ძველქრთულად სიტყვა "თქვა" არის "თქუა"-"თქუ", "თქმა"-"თქუმა. ცნობილია რომ ძველქართულ "უ" ასოს ბევრგან ჩაენაცვლა "ვ" ასო, მაგალითად "ქვა" ძველქართულად იყო "ქუა" -მეგრულში დღემდე ასეა. სიტყვების წარმოთქმას ქვია "მე'ტყვ'ელება"; აქაც ძირია "ტყვ-ტყუ". ძველქართულ ენაში არსებობდა ყრუ-ხორხისმიერი "ყ"(ჸ), ანუ ნახევარი "ყ", რომელიც ემსგავსება "ქ" თანხმოვანს; მეგრულში ეს ნახევარი "ყ" დღემდე არსებობს. ამგვარი "ყ" ასოთი იწყება სიტყვა "ყინტი"-"კრინტი"(ხმა-კრინტი), "ყია"-"ყორყელი(ხორხი)"-"ყელი"-"ყორყოტი"-"ყანყრატო" - ანუ სახმო აპარატი; აქედანვეა სიტყვები: "ყვირილი", "ყიჟინა", "ყიონო"-"ყივილი", "ყურაფი-ყმუილი". მეგრულის კუთვნილებაა აგრეთვე ძველქართული სიტყვა "მარქუი"(მითხარი): "მარ" თავსართი მეგრული ენისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად: მარგინაფა, მარდება, მარმალუა და ა.შ. ეს თავსართი ქართულ ენაში დაკარგულია როგორც თავსართი, თუმცა შემორჩენილია ცანკეული სიტყვების სახით, მაგალითად: მარწუხი, მარჯვენა, მარხვა და ა.შ. ამ თავსართს ქართულში ზოგან თავსართი "და" დაემატა, მაგალითად: მარცხება-დამარცხება, მარდება-დამადლება... სიტყვა "ყუდე" მეგრულად ნიშნავს სახლს და აქედანაა ნაწარმოები სიტყვები: "საყდარი"-"საყუდარი" (შეადარეთ სახლი-სასახლე). აქედან სიტყვა "დაყუდება". "ყუდედან" უნდა იყოს სიტყვა "ბუდეც", რადგან მეგრულად "ყუჩუა-ყურჩუა" ნიშნავს დაბუდებას, აქედან კი სიტყვა "მოყუჩება"-"გაყუჩება" და "მყუდრო". მეგრულ-ლაზურად და ძველქართულიად "ზღვა" არის "ზღუა", აქედან სიტყვები: "საზღუარი"-"საზღვარი", "ზღუდე", "ზღურბლი"… ქართული სიტყვა "წყალი" არის მეგრული "წყარი"-ს, ანუ "წყუ"-ს სახეცვლილი ფორმა; თავიდანვე რომ "წყალი" ყოფილიყო სიტყვა "წყურვილი" იქნებოდა "წყულვილი", "წყარო" კი იქნებოდა "წყალო". დასავლეთ იმერულ დიალექტში ცხელი და ცივი წყლის გაზავებას ქვია "აწყორვა". აქვე უნდა გავიხსენოთ ტოპონიმები "აწყური" და "ტაბაწყური" -ეს უკანასკნელი მდებარეობს ტბასთან -"ტაბა" იგივეა რაც მეგრული "ტობა"-"ტბა" - ეს "ტაბა" არც მთლად "ტობაა" და არც მთლად "ტბა"- ესაა გარდამავალი ფორმა, იმ გარდამავალი მეტყველების, როცა ხდებოდა მეგრულიდან ქართულზე გადასვლა. მეგრულში სიტყვა "სული" აღინიშნება სიტყვით "შური" -აქ ძირია "შუ"; ძველქართული სიტყვა "იშუა"(იშვა-ბაიბადა) ნიშნვს სული ჩაედგას-ისუნთქა-ისულა. იესოს ძველქართული სახელი "იესუ" და არამეული "იეშუა" ნიშნავს განსხეულებულ (სხეულში სულდგმულ) ღმერთს. სიტყვა "გოლიათი" ზოგს ებრაული სიტყვა გონია, სინამდვილეში ის არის ებრაულში პალესტინურ-პელაზგურიდან, იგივე ქალდეურიდან (ანუ მეგრულ-ლაზურიდან) შესული ზანიზმი - "გოლიათი" ხომ პალესტინელების ლიდერს ერქვა. "გოლა" მთას ნიშნავს მეგრულად, "გოლიათი" კი მთაკაცს. ამავედროს "გოლა" პალესტინურადაც მთას უნდა რქმეოდა - არამეული სიტყვა "გოლ'გოლთა(გალთა)" განიმარტება როგორც "თავისქალის მთა" - "გოთა(გორთა-გორგა?)" კი შეგვიძლია დავაკავშიროთ სიტყვა "გოგრასთან", რადგან ეს სიტყვა აღნიშნავს არამარტო მცენარე გოგრას, არამედ ადამიანის თავსაც. მეგრული სიტყვა "ქვარა" ნიშნავს ადამიანის მუცელს და ამავედროს მუცლიანი ჭურჭლის სიღრუესაც, მაგალითად დოქის "ქვარა", თავად დოქს და ქვაბსაც მეგრულად ამასთანავე ეწოდება "ქვარქვათანა"; აქედან კი სიტყვები "ქვაბი", "ქვიჯა", "გამოქვაბული" (აქედან გამოქვაბულების სახელები: ქვილიშარი, ქვაჯი, ქვაბჩარი…) და ალბად "ქვირითიც", რადგან ქვირითს სწორედ თევზის მუცელში(ქვარაში) პოულობდნენ და არა სხვაგან. ქართული სიტყვა "თვალი" ძველქართულად იყო "თუალი", რაც ნაწრმოებია მეგრული სიტყვიდან "თოლი"- ეს ფორმა შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც - აქედან მიღებული ჩანს აგრეთვე ლათინური სიტყვა "ოკულუს", რომელსაც ზოგი ფინიკიური სიტყვა "ოინიდან" მიღებულად მიიჩნევს, თუმცა არც ისაა მთლად ნათელი თავად ფინიკურში თვლს მართლა "ოინ" ერქვა თუ "თოინ", რადგან ფილნიკიემები ამ სიტყვით აღნიშნავდნენ ასო "თ"-ს. სიტყვის წინ "თ" ასოს გაქრობა ლათინური ენისთვის უცხო არაა, არც "კ" ასოს ჩამატება და მისი სხვა ხმოვანით გაძლიერება. ასეთ შემთხვევაში ფორმირება ესე მოხდებოდა: "თოლ-ოლ-ოკლ-ოკულ". მეგრულად თვალს აგრეთვე ქვია "ჭურია", "ჭურჭული" ნიშნავს თვალის გუგას; აქედან უნდა იყო სიტყვა "ჭურეტა-ჭვრეტა"; "ჭვიტინი-ჭვრიტინი", "ჭუჭრუტანა", "დახუჭვა", "მოჭუტვა", "დაჭყეტვა", "ჭიტა"... ქართული სიტყვის "დათხოვნას" ძირი არ გახლავს სიტყვა "თხოვნა"; მეგრულად "დათხინაფა"-"დათხიება"-"თხიება"-"დათხია" ნიშნავს ჩამოშორებას, მოცილებას; "დუმეთხი!" ნიშნავს მომშორდის-თავი დამანებეს-შემეშვის. მეგრული სიტყვა "ონტება" ნიშნავს გაქცევას - ძველქართულში იყო სიტყვა "ოტება", რაც ასევე ნიშნავდა გაქცევას; მეგრული "ინტუ" ნიშნავ "იოტნას"-"განილტვოდას"; "გოტება" ნიშნავს "გაშვებას"; აქედან უნდა იყოს სიტყვები "დატოვება", "მიტოვება", "(გან)ლტოლვა", "განტევება"… მეგრულად "თუნთი" ნიშნავს დათვს; "თუნთუა" ნიშნავს დატორვას-დაბეგვას, აქედან სიტყვა "დათეთქვილი"; ამდენად სიტყვა "ტორი"(დათვის თათი) თავიდან უნდა ყოფილიყო "თუორი". სიტყვა "გერი(მგერი)" ნიშნავს მგელს; აქედან სიტყვები: "ძგერება", "მოგერიება", "გმირი", "ნგრევა" (დწვრილებით იხილეთ ჩემს ნაშრომში "იბერიადა"). "კურდღელი" მეგრულად არის "ყურდღელი" -ამ ცხოველისთვის მართლაც დამახასიათებელია ყურები, ამიტო ქვია მას მეორენაირად "ყურცქვიტა". სიტყვა "ჩალა" და "ჩალირი" მეგრულად ნიშნავს მხდალ და გონებაჩლუნგ ადამიანს - აქედანაა სიტყვა "ლაჩარი" - "არი" ბოლოსართია, ძირი გამოდის "ლაჩ", რაც იგივე "ჩალას" გვიანდელი სახეცვლილება უნდა იყოს. კახეთში უნიათო ადამიანს ეტყვიან ხოლმე: "შე ჩალავ, შენა!". "ჩალა"-ფუძესვე უკვშირდება სიტყვა "ჩაჩანაკი"-"დაჩაჩანაკებული"; ამდენად ეს სახელი ეწოდა მეორენაირად თივასაც, ანუ დაჩაჩანაკებულ-გამომშრალ ბალახს. მეგრულში არის ერთ ასოიანი სიტყვა "გ"-გავს. "გვალო" არის "მსგავსი-მაგვარი". იტალიურში "უგვალე", ფრანგულში "ეგალ", გერმანულად "გლაიხ" ნიშნავს მსგავსს-იგივეს. "ულა" მეგრულად ნიშვნას "(წა-ს)ვლას". როგორც ვნახეთ მეგრული და ძველქართული "უ" ჩაანაცვლა "ვ" ბგერამ. პირვანდელი ფორმა რომ იყო "ულა" და არა "ვლა" ეს ასახულია სიტყვებში "გარდასული"(გარდასულა-გარდასვლა), "წარსული", "გასული"; მსგავსად ამისა გერმანულ ენაში სიტყვა "(ს)ვლა"- გერმანულად "გეენ" მთელ რიგ სიტყვებს აწარმოებს, მაგალითად: "აუსგანგ", "ფორგანგ", "ნახგანგ" და ა.შ. "ულა" ბრუნვაში არის "მეურქ"-მიდიხარ და "მეურც"-"ურს"-მიდის, აქედან კი სიტყვები "ურემი" და "ურიკა". სიტყვა "მოდი" მეგრულად არის "მორთი"; "რთ" ფუძე ვიცით რომ ურთიერთმოქმედებებს აწარმოებს ქართველურ ენებში, ამდენად ცხადი ხდება, რომ არქაული ფორმაა "მორთი" და არა "მოდი". ქართულ სიტყვა "კი" (თანხმობა) მეგრულად არის "ქო", რასაც შეესაბამება ქართული "ხო"-"ჰო"; აქედანაა ქართულ დიალექტებში არსებული ფორმა "ქე" (ქე ვიცი, ანუ კი ვიცი). ძველართულად "ქო"-ს შეესაბამება "ქუე"; ამდენად სიტყვა "კი" თავიდან იქნებოდა "ქი=ქო". სიტყვა "დიახ" იქნებოდა "დია"(დედა ღვთაება) და "ხ-ხო-ქო"-ს ერთობა (დიაქ(ო)). "ქო" ძირსვე უკავშირდება სიტყვა "ქორე"-არის და "ქოფე"-"ყოფე"-ყოფილა; აქედან სიტყვა ყოფნა. ქართული სიტყვა "არა" ნაწარმოებია მეგრული სიტყვიდან "ვარ(ა)"-"ვა". სიტყვა "არაში" "ვ" ასოს დაკარგვაზე მიგვანიშნებს ქართულივე სიტყვა "ვერ", "ვეღარ", ასევე სიტყვა "უარის" დასავლურ ქართუ დიალექტებზე არსებული ფორმა "ვარი". თუ "ვ" ასომ უმეტზს შემთხვევაში ჩაანაცვლა "უ" ასო "უარის"-"ვარის" შემთხვევაში პირიქით მოხდა, რადგან თავსართი "ვ" სათავისო ფორმაა: "ვაკეთებ, ვამბობ, ვიქმნი"… "უ" თავსათრი კი ერთის მხრივ "უმეტესობაა" (უფრო, უდიდესი, უძლიერესი) და მეორესმხრივ უქონლობას ახნიშნავს: უფულო, უგუნუი, უჭმელი... საინტერესოა რომ მას გერმანულში შეესაბამება თავსართი "უნ": "უნაბფენგიგ", "უნგლაიხ"… ამდენდ სიტყვა "უარი" გამოდის "უარო" ანუ "არას" გარეშე მყოფი და მეორესმხრივ "უფრო დიდი არა"-"უუარესი"-"უვარესი"- ეს კი ნონსენსია; ამდენად მართებული ფორმა მართლაც არის "ვარი", მაგრამ ესეთი ფორმით ვერ დარჩებოდა ქართულში, რაბდან სათავისო "ვ"-მ აწარმოვა ისეთი სიტყვები, როგორიცაა "ვარგისი" და "ვარ" (მე ვარ)- მეგრულად "ვორე" - მეგრული "რე" ნიშნავს "არისს"- ძველქართული "არს". თეოლოგიაში ღმერთი "არსია"-"მაარსებელი" და "არსის-შინაარსის" მიმცემი -ეგვიპტურშიც მაარსებელ ღვთაებას ქვია "რე", იგივე "რა"; ლათინურად მეფეს ეწოდა მისი სახელი "რე", რაც ეტრუსკულიდანაა. ეს ქართული სიტყვა "არს-არის" ხელოვნურად-დაზგურად შექმნილი უნდა იყოს საეკლესიო ლინგვისტური რეფორმებისას- "ა" თავსართი "აღმატებაა" ისე როგორც "აგება, აღმართვა, აფრენა, ასვლა"… "ს" ბოლოსართი დანამატია იესვე როგორც "გავს", "მდგომარეობს, "ჩანს"… ძირი გვრჩება "რ" -მეგრულად "რინა"-ნიშნავს არსებობას-ყოფას; ამდენად სიტყვა "არის"-"არსის" ძირია მეგრული "რე". ასევე დაზგურად შექმნილს გავს სიტყვა "ხარ" -ეს რაღაც "ხ" საერთოდ უწესრიგოდაა აქ ჩასმული და სხვა სიტყვებთან კავშირს და ანალოგს ვერ პოულობს. მეგრულში კი არის "რექ"(ხარ) რაც ასევე ქარულ ფორმებთანაც მოდის შესატყვისობაში, მაგალითად: "შეზდექ, დადექ"… ამდენად მეგრული ფორმები თვით ქარულისთვისაც კი გრამატიკული თვალსაზრისით უფრო გამართულია, რაც აგრეთვე ადასტურებს იმას, რომ ქართული ენა გამოეყო მეგრულს და არა პირიქით. სვანური ენა კი არის მთიულური მეგრულის და ადიღო-თურქმენული ენების ნაზავი, ისევე როგორც წოვა თუშურია არის მთის ქართულის და ქისტურის ნაზავი. სვანურ ენაში ის სიტყვები, რომლებიც მეგრულში არაა სვანურში შესულია ადიღო-ყაბარდოული ენებიდან, ასევე არის პირდაპირ ქართულიდან შესული სიტყვებიც. თუმცა არის რამდენიმე ისეთი უძველესი კოლხური სიტყვაც, რომლებიც ყველაზე უკედ სვანურშია დაცული. გარდა ამისა სვანურში მთიულური-გაუხეშებული მეტყველების თვისებიდან გამომდინარე ბევრი მეგრული სიტყვა უბრალოდ დეფორმირებულია, ასევე დეფორმირებულია ადუღო-ყაბართოული სიტყვებიც. ამდენად შეგვიძლია დავასკვნად, რომ სვანური ენა მთიულური მეგრულია ადიღო-ყაბარდოული მინარევებით. მაგალითისთვის მომყავს ზოგიერთი სვანურ-ადიღურ-ყაბარდოული სიტყვა: ფუსტ-ფუსდ(ფში)-ბატონი; ფაყვ-ფავე-ქუდი; ხედა-ხეთა-რომელი; მეგემ-ჩეგე-ხე; ლე'მესკ-მასკ(ე)-ცეცხლი; ხამ-ხვა-ღორი; ჯიჰრა-აჯჰრა-მუხა; მუს-უ(ე)ს,ასი(აქ ძირია "ს")-თოვლი; ჩაჟ-(ც)ა(ე)იჟ, ში(ჟ)(აქ ძირია "ჩ(ჟ)"-შ(ჟ)")-ცხენი; შგვიბ-მი'შკლუ(აქ ძირია "შგ"-"შკ")-რკო; თხერე-თიღუჟ(აქ ძირია "თხ"-"თღ")-მგელი; მიშგვი-(მი)სიჟ-ჩემი; ფხულე-ფხუა-თითი; ეზა-ეზი-ის; ჰაშდექვ-(ჰა)შინდირხუო-ხვლიკი; ლი'პეშვდ-პეშიტი-გადაღობება და ა.შ. სვანურს და ადიღო-თურქმენულ ენებს აქვთ ამასთანავე საერთო გრამატიკული ფორმებიც, რაც შემდგონ კვლევას საჭიროებს. საერთოდ ჩრდილოკავკასიური ენების და ქართველური ენების ერთ ჯგუფში შეყვანა არამართებულია, რადგან ჩრდილოკავკასიურ ენებს გაცილებით მეტი საერთო აქვთ თურქმენულ ენებთან ვიდრე ქართველურთან. ხოლო ტერმინი "იბერიულ-კავკასიური" ენები ძირშივე მცდარი ტერმინია. ჩრდილო კავკასია დავდაპირველად კოლხეთის სამეფოში შედიოდა და მასზე კონტროლს ქართველი ხალხი პერიოდულად იბრუნებდა ხოლმე შუა საუკუნეებში. ჩრდილო კავკასია მომთაბარე თურანულმა ტომებმა პირველად ჰუნების დროს დაიპყრეს IV საუკუნეში, შემდეგ ავარებმა და ალანებმა, მერე ხაზარებმა და არაბებმა, მერე თათარ-მონღოლებმა, მერე თურქ-სელჯუკებმა და ყიზიბლაშებმა, დღეს დაპყრობილი აქვთ რუსებს. ამ ხალხების ენებმა გადაფარეს ზანური ენის შრე ჩრდილო კავკასიაში. ამდენად უმჯობესი იქნებოდა ეს ენები თურქმენულ ენათა ჯგუფში ყოფილიყვნენ შეყვანილი. მართალია ამ ენებში არსებობს "ზანიზმები", მაგრამ ეგრე თავად თურქულში, ბერძნულში, ლათინურში და სომხურში კიდევ უფრო მეტი ზანიზმებია და მაშინ ეს ენებიც იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს უნდა მივაკუთნოთ? უმჯობესია ტერმინი "იბერიულ-კავკასიური ენები" ამოვარდეს ხმარებიდან და ის შეიცვალოს უფრო მართებული ტერმინით "გეორგიანული ენები", რადგან დღეს მსოფლიო გეორგიად გვიცნობს. რაც შეეხება ბასკურ ენას ის იბერიული იმდენადაა რამდენადაც გეორგიანულს უახლოვდება, ამიტომ მას შეგვიძლია "სემიგეორგიანული" ვუწოდოთ და არა "იბერიული", იბერიული ენა იგივე ზანურია, ანუ მეგრულ-ლაზური, ქართული ენა კი არის ამ ენის ბაზაზე ქრისტიანობის გამოცხადების შემდგომ შექმნილი საეკლესიო-კარტოგრაფული(საქაღალდე) ენა, რომელმაც თანდათანობით ხმარებიდან ამოაგდო კოლხური-იბერიული, ანუ მეგრული, როგორც დასავლეთ საქართველოში ასევე თავად ქართლშიც, მოსახლეობა კი დარჩა იგივე და არავინ არსად არ შეჭრილა, როგორც ამას გვიმტკიცებდნენ "სოც-მეცნიერები" თითქოსდა დასავლეთ საქართველოში შეიჭრნენ "ქართები" და დღევანდელი იმერლები, გურულები, რაჭველები და აჭარლები მათი შთამომავლები არიან. დავიწყებ იმით რომ არანაირი "ქართის ტომი" არ არსებობდა- თავად სიტყვა "ქართი" არის მეგრული სიტყვა, რასაც დაწვრილებით ვასაბუთებ ჩემს ნაშრომში "იბერიადა". არ არსებობდა არანაირი სამი შტო: სვნების, მეგრულების და ქართების, როგორც ამას დღემდე გვინტკიცებენ ნაბოლშევიკარი მეცნიერები. სინამდვილეში არსებიბდა მხოლოდე ერთი კოლხური შტო, ანუ მეგრული, იგივე ზანური შტო, უფროსწორედ ერი და არა რაღაც ტომის შტო თუ ტრიბუ. ტერმინი "ტომები" მიესადაგება მომთაბარე- მაწანწალა ნახევრად ველურებს. სხვადასხვა ტერიტორიებზე მოსახლე ქართველთა წინაპრების მიმართ ტერმინი "ტომები" იმდენად შეგვიძლია გამოვიყენოთ, რამდენადაც დღევანდელ საქართველოს კუთხეების მკვიდრთა მიმართ, მაგალითად: გურულთა ტომი, კახელთა ტომი, ქართლელთა ტომი... ჩვენს მეფეებს და საზოგადო მოღვაცეებს კი ვუწოდოთ ტომის ბელადები, მაშინ როცა ქართველი ერი ერად ჩმოყალიბდა შუამდინარეთის ჩრდილოეთით 11-12 ათასი წლის წინ მიწათმოქმედების წარმოქმნასთან ერთად, რადროსაც წარმოიქმნა დამკვიდრებული ცხოვრების წესი. ამდენად არქიტექტურა, დამწერლობა და მეტალურგიაც ქართველმა ერმა შექმნა, რომელიც მაშინ საუბრობდა იმ ენით, როლის პირდაპირი შთამომავალია მეგრული ენა. საქართველოს საზღვარი კი გადიოდა მდინარე ყუბანზე, რასაც განსაკუთრებით მალავდნენ "წითლები" რადგან ეს ტერიტორიები დღეს რუსეთის ფედერაციაში შედის. სამაგიეროდ "წითლები" არ კრძალავდნენ იმის მტკიცებას, რომ ქართველთა წინაპრების სამშობლო თურქეთის ტერიტორიაზეა, რადგან ეს შესაძლებელს ხდიდა რუსეთის იმპერიის თურქეთზე თავდასხმას. ქართული ისტორიოგრაფია და ენათმეცნიერება "წითლებამდეც" ზეგავლენას განიცდიდა ირანის მხრიდან, რაც აისახა ვახტანგ VI(თუ V)ს და სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობში. სულხან-საბა იგრორირებას უწევდა მეგრულ ენას, მას ავენოვან ჟღურტულს ეძახდა და მეგრულძირიან სიტყვებს ყიზილბაშურით განმარტავდა, მაგალითად სიტყვა "გერგეტი", რომელიც არის მეგრული წმინდა გიორგის სახელი "გერგედან" ნაწარმოები, საბას ეგონა თათრული "ჯეგერგენიდან" მიღებული, რაც ნიშნავს მოჭენავეს-ცხენს, ამიტომ ის მცდარად განმარტავს, რომ "გერგეტი" მომცრო ტანის (თათრულ) ცხენს ნიშნავსო. ირანის შემდგომ კი რუსეთის იმპერია შეეცადა ბოლომდე გაეყალბებინა ქართველი ხალხის და მისი ენის წარმოშობის საკითხი. მიუხედავად ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, პავლე ინგოროყვას და რიგი სხვა ნიჭიერი მეცნიერების მცდელობისა, ქართული ისტორიოგრაფია და ენათმეცნიერება სწორ რელსებზე მაინც ვერ შედგა, რადგან ამას ერთისმხრივ შეუძლებელს ხდიდა რუსეთის იმპერიალისტური მანქანა და მეორესმხრივ არ არსებობდა სათანადო ლინგვისტური და ისტორიოგრაფიული ინსტიტუტი მუდმივად ფიზიკური განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფ საქართველოში. გარდა ამისა ზემოხსენებულ ავტორებს ხელთ არ ქონდათ ის ახალი არქეოლოგიური თუ სხვა საჭირო მასალები რაც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს. ამ ყოველივემ განაპირობა ის, რომ ეს მეცნიერები ვერ მივიდნენ საბოლოო სწორ დასკვნებამდე და დღესაც ქართული სამეცნიერო ოფიციოზი ისევ საბჭოთა ანტიქართულ ტრადიციას ეყრდნობა. ამ ცნობიერება გაღრწნილმა ვაიქართველებმა და მათმა მოსკოველმა შეფებმა საქართველოსთვის წამებულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, რომელსაც შეეძლო ამ ეროვნული საქმის ბოლომდე მიყვანა, ექვსი თვეც არ აცალეს. აი ეს "წითელი მეცნიერება" ყვავის დღემდე საქართველოში, რომელსაც ზურგს უმაგრებს "წითელი სამღვდელოება" და "წითელი ბიზნეს-მთავრობა"!!! მსოფლიო იბერიული ორდენი
განსაკუთრებული უნარები
:tornike zhizhbaia
მეგრული ენა ქართული ენის ფუძეა
(ბაკურ მორგოშიას მასალების მიხედვით)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ყოველი მეგრელისთვის ქართული და მეგრული ერთნაირად მშობლიურია. ქართული დედაენის სახელმძღვანელოს შემდგენელმა იაკობ გოგებაშვილმა სწორად შეამჩნია: "მეგრელები დიდ პატივს სცემენ ქართულს, რადგან ის საეკლესიო-საღვთისმეტყველო ენად მიაჩნიათ და სხვა კუთხის ქართველებზე უკეთ ესმით ქართული ენაო". დიახ ბატონებო- მეგრელებს დღემდე ახსოვთ, რომ ქართული ენა სწორედ საეკლესიო ენად შეიქმნა და სხვებზე უკეთ იმიტომ ესმით ის, რომ მეგრული ენის უმდიდრეს ლექსიკაში არსებული სიტყვები ბოლომდე ხსნიან ქართული სიტყვების ძირებს. მე პირადად როცა ვქმნიდი ჩემს პოეზიას ქართულ ენაზე, პოეზიამ მიბიძგა შემესწავლა ძირეულად ქართული ენა, მათ შორის ძველქართული სიტყვებიც, და აი ამდროს აღმოვაჩინე, რომ ქართული სიტყვების უდიდესი ნაწილი მეგრული ძირისაა, რადგან ამ ძირების შინაარსიც და მრავალფეროვნება სწორედ მეგრულშია შემონახული. ჩემთვის ნათელი გახდა დიდი აკაკის სიტყვები "მეგრული ენა ნამდვილი სალაროა ქართული სიტყვისო". შემდეგ, როცა შევისწავლე იტალიური ენა აღმოვაჩინე, რომ ლათინურშიც უამრავი სიტყვაა, რომელსაც ვერ ხსნის თავად ლათინური ენა და მათი ძირეული მნიშვნელობა მხოლოდ მეგრული ენით გაიგება. უძველეს ღვთაებათა სახელების ეტიმოლოგიურმა ძიებამაც მეგრულ ენასთან მიმიყვანა და ეს არ გახლავთ ჩემი ეთნოცენტრიზმი თუ კუთხურობა, რადგან თუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ თავს კოსმოპოლიტად და მსოფლიოს მოქალაქედ ვთვლიო, მათ შორის ერთერთი მე ვარ. ეხლა კი მოვიყვან მაგალითებს, რომლებიც ადასტურებენ იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ქართული ენის ფუძე მეგრული ენაა. თავისდროზე ქართული სიტყვების ძრების ძიება დავიწყე თავად სიტყვიდან "სიტყვა"; ძველქართულად "სიტყუაი"-"სიტყუა"; "სი" თავსართია, ძირად გვრჩება "ტყუა". მეგრულად და ძველქრთულად სიტყვა "თქვა" არის "თქუა"-"თქუ", "თქმა"-"თქუმა. ცნობილია რომ ძველქართულ "უ" ასოს ბევრგან ჩაენაცვლა "ვ" ასო, მაგალითად "ქვა" ძველქართულად იყო "ქუა" -მეგრულში დღემდე ასეა. სიტყვების წარმოთქმას ქვია "მე'ტყვ'ელება"; აქაც ძირია "ტყვ-ტყუ". ძველქართულ ენაში არსებობდა ყრუ-ხორხისმიერი "ყ"(ჸ), ანუ ნახევარი "ყ", რომელიც ემსგავსება "ქ" თანხმოვანს; მეგრულში ეს ნახევარი "ყ" დღემდე არსებობს. ამგვარი "ყ" ასოთი იწყება სიტყვა "ყინტი"-"კრინტი"(ხმა-კრინტი), "ყია"-"ყორყელი(ხორხი)"-"ყელი"-"ყორყოტი"-"ყანყრატო" - ანუ სახმო აპარატი; აქედანვეა სიტყვები: "ყვირილი", "ყიჟინა", "ყიონო"-"ყივილი", "ყურაფი-ყმუილი". მეგრულის კუთვნილებაა აგრეთვე ძველქართული სიტყვა "მარქუი"(მითხარი): "მარ" თავსართი მეგრული ენისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად: მარგინაფა, მარდება, მარმალუა და ა.შ. ეს თავსართი ქართულ ენაში დაკარგულია როგორც თავსართი, თუმცა შემორჩენილია ცანკეული სიტყვების სახით, მაგალითად: მარწუხი, მარჯვენა, მარხვა და ა.შ. ამ თავსართს ქართულში ზოგან თავსართი "და" დაემატა, მაგალითად: მარცხება-დამარცხება, მარდება-დამადლება... სიტყვა "ყუდე" მეგრულად ნიშნავს სახლს და აქედანაა ნაწარმოები სიტყვები: "საყდარი"-"საყუდარი" (შეადარეთ სახლი-სასახლე). აქედან სიტყვა "დაყუდება". "ყუდედან" უნდა იყოს სიტყვა "ბუდეც", რადგან მეგრულად "ყუჩუა-ყურჩუა" ნიშნავს დაბუდებას, აქედან კი სიტყვა "მოყუჩება"-"გაყუჩება" და "მყუდრო". მეგრულ-ლაზურად და ძველქართულიად "ზღვა" არის "ზღუა", აქედან სიტყვები: "საზღუარი"-"საზღვარი", "ზღუდე", "ზღურბლი"… ქართული სიტყვა "წყალი" არის მეგრული "წყარი"-ს, ანუ "წყუ"-ს სახეცვლილი ფორმა; თავიდანვე რომ "წყალი" ყოფილიყო სიტყვა "წყურვილი" იქნებოდა "წყულვილი", "წყარო" კი იქნებოდა "წყალო". დასავლეთ იმერულ დიალექტში ცხელი და ცივი წყლის გაზავებას ქვია "აწყორვა". აქვე უნდა გავიხსენოთ ტოპონიმები "აწყური" და "ტაბაწყური" -ეს უკანასკნელი მდებარეობს ტბასთან -"ტაბა" იგივეა რაც მეგრული "ტობა"-"ტბა" - ეს "ტაბა" არც მთლად "ტობაა" და არც მთლად "ტბა"- ესაა გარდამავალი ფორმა, იმ გარდამავალი მეტყველების, როცა ხდებოდა მეგრულიდან ქართულზე გადასვლა. მეგრულში სიტყვა "სული" აღინიშნება სიტყვით "შური" -აქ ძირია "შუ"; ძველქართული სიტყვა "იშუა"(იშვა-ბაიბადა) ნიშნვს სული ჩაედგას-ისუნთქა-ისულა. იესოს ძველქართული სახელი "იესუ" და არამეული "იეშუა" ნიშნავს განსხეულებულ (სხეულში სულდგმულ) ღმერთს. სიტყვა "გოლიათი" ზოგს ებრაული სიტყვა გონია, სინამდვილეში ის არის ებრაულში პალესტინურ-პელაზგურიდან, იგივე ქალდეურიდან (ანუ მეგრულ-ლაზურიდან) შესული ზანიზმი - "გოლიათი" ხომ პალესტინელების ლიდერს ერქვა. "გოლა" მთას ნიშნავს მეგრულად, "გოლიათი" კი მთაკაცს. ამავედროს "გოლა" პალესტინურადაც მთას უნდა რქმეოდა - არამეული სიტყვა "გოლ'გოლთა(გალთა)" განიმარტება როგორც "თავისქალის მთა" - "გოთა(გორთა-გორგა?)" კი შეგვიძლია დავაკავშიროთ სიტყვა "გოგრასთან", რადგან ეს სიტყვა აღნიშნავს არამარტო მცენარე გოგრას, არამედ ადამიანის თავსაც. მეგრული სიტყვა "ქვარა" ნიშნავს ადამიანის მუცელს და ამავედროს მუცლიანი ჭურჭლის სიღრუესაც, მაგალითად დოქის "ქვარა", თავად დოქს და ქვაბსაც მეგრულად ამასთანავე ეწოდება "ქვარქვათანა"; აქედან კი სიტყვები "ქვაბი", "ქვიჯა", "გამოქვაბული" (აქედან გამოქვაბულების სახელები: ქვილიშარი, ქვაჯი, ქვაბჩარი…) და ალბად "ქვირითიც", რადგან ქვირითს სწორედ თევზის მუცელში(ქვარაში) პოულობდნენ და არა სხვაგან. ქართული სიტყვა "თვალი" ძველქართულად იყო "თუალი", რაც ნაწრმოებია მეგრული სიტყვიდან "თოლი"- ეს ფორმა შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც - აქედან მიღებული ჩანს აგრეთვე ლათინური სიტყვა "ოკულუს", რომელსაც ზოგი ფინიკიური სიტყვა "ოინიდან" მიღებულად მიიჩნევს, თუმცა არც ისაა მთლად ნათელი თავად ფინიკურში თვლს მართლა "ოინ" ერქვა თუ "თოინ", რადგან ფილნიკიემები ამ სიტყვით აღნიშნავდნენ ასო "თ"-ს. სიტყვის წინ "თ" ასოს გაქრობა ლათინური ენისთვის უცხო არაა, არც "კ" ასოს ჩამატება და მისი სხვა ხმოვანით გაძლიერება. ასეთ შემთხვევაში ფორმირება ესე მოხდებოდა: "თოლ-ოლ-ოკლ-ოკულ". მეგრულად თვალს აგრეთვე ქვია "ჭურია", "ჭურჭული" ნიშნავს თვალის გუგას; აქედან უნდა იყო სიტყვა "ჭურეტა-ჭვრეტა"; "ჭვიტინი-ჭვრიტინი", "ჭუჭრუტანა", "დახუჭვა", "მოჭუტვა", "დაჭყეტვა", "ჭიტა"... ქართული სიტყვის "დათხოვნას" ძირი არ გახლავს სიტყვა "თხოვნა"; მეგრულად "დათხინაფა"-"დათხიება"-"თხიება"-"დათხია" ნიშნავს ჩამოშორებას, მოცილებას; "დუმეთხი!" ნიშნავს მომშორდის-თავი დამანებეს-შემეშვის. მეგრული სიტყვა "ონტება" ნიშნავს გაქცევას - ძველქართულში იყო სიტყვა "ოტება", რაც ასევე ნიშნავდა გაქცევას; მეგრული "ინტუ" ნიშნავ "იოტნას"-"განილტვოდას"; "გოტება" ნიშნავს "გაშვებას"; აქედან უნდა იყოს სიტყვები "დატოვება", "მიტოვება", "(გან)ლტოლვა", "განტევება"… მეგრულად "თუნთი" ნიშნავს დათვს; "თუნთუა" ნიშნავს დატორვას-დაბეგვას, აქედან სიტყვა "დათეთქვილი"; ამდენად სიტყვა "ტორი"(დათვის თათი) თავიდან უნდა ყოფილიყო "თუორი". სიტყვა "გერი(მგერი)" ნიშნავს მგელს; აქედან სიტყვები: "ძგერება", "მოგერიება", "გმირი", "ნგრევა" (დწვრილებით იხილეთ ჩემს ნაშრომში "იბერიადა"). "კურდღელი" მეგრულად არის "ყურდღელი" -ამ ცხოველისთვის მართლაც დამახასიათებელია ყურები, ამიტო ქვია მას მეორენაირად "ყურცქვიტა". სიტყვა "ჩალა" და "ჩალირი" მეგრულად ნიშნავს მხდალ და გონებაჩლუნგ ადამიანს - აქედანაა სიტყვა "ლაჩარი" - "არი" ბოლოსართია, ძირი გამოდის "ლაჩ", რაც იგივე "ჩალას" გვიანდელი სახეცვლილება უნდა იყოს. კახეთში უნიათო ადამიანს ეტყვიან ხოლმე: "შე ჩალავ, შენა!". "ჩალა"-ფუძესვე უკვშირდება სიტყვა "ჩაჩანაკი"-"დაჩაჩანაკებული"; ამდენად ეს სახელი ეწოდა მეორენაირად თივასაც, ანუ დაჩაჩანაკებულ-გამომშრალ ბალახს. მეგრულში არის ერთ ასოიანი სიტყვა "გ"-გავს. "გვალო" არის "მსგავსი-მაგვარი". იტალიურში "უგვალე", ფრანგულში "ეგალ", გერმანულად "გლაიხ" ნიშნავს მსგავსს-იგივეს. "ულა" მეგრულად ნიშვნას "(წა-ს)ვლას". როგორც ვნახეთ მეგრული და ძველქართული "უ" ჩაანაცვლა "ვ" ბგერამ. პირვანდელი ფორმა რომ იყო "ულა" და არა "ვლა" ეს ასახულია სიტყვებში "გარდასული"(გარდასულა-გარდასვლა), "წარსული", "გასული"; მსგავსად ამისა გერმანულ ენაში სიტყვა "(ს)ვლა"- გერმანულად "გეენ" მთელ რიგ სიტყვებს აწარმოებს, მაგალითად: "აუსგანგ", "ფორგანგ", "ნახგანგ" და ა.შ. "ულა" ბრუნვაში არის "მეურქ"-მიდიხარ და "მეურც"-"ურს"-მიდის, აქედან კი სიტყვები "ურემი" და "ურიკა". სიტყვა "მოდი" მეგრულად არის "მორთი"; "რთ" ფუძე ვიცით რომ ურთიერთმოქმედებებს აწარმოებს ქართველურ ენებში, ამდენად ცხადი ხდება, რომ არქაული ფორმაა "მორთი" და არა "მოდი". ქართულ სიტყვა "კი" (თანხმობა) მეგრულად არის "ქო", რასაც შეესაბამება ქართული "ხო"-"ჰო"; აქედანაა ქართულ დიალექტებში არსებული ფორმა "ქე" (ქე ვიცი, ანუ კი ვიცი). ძველართულად "ქო"-ს შეესაბამება "ქუე"; ამდენად სიტყვა "კი" თავიდან იქნებოდა "ქი=ქო". სიტყვა "დიახ" იქნებოდა "დია"(დედა ღვთაება) და "ხ-ხო-ქო"-ს ერთობა (დიაქ(ო)). "ქო" ძირსვე უკავშირდება სიტყვა "ქორე"-არის და "ქოფე"-"ყოფე"-ყოფილა; აქედან სიტყვა ყოფნა. ქართული სიტყვა "არა" ნაწარმოებია მეგრული სიტყვიდან "ვარ(ა)"-"ვა". სიტყვა "არაში" "ვ" ასოს დაკარგვაზე მიგვანიშნებს ქართულივე სიტყვა "ვერ", "ვეღარ", ასევე სიტყვა "უარის" დასავლურ ქართუ დიალექტებზე არსებული ფორმა "ვარი". თუ "ვ" ასომ უმეტზს შემთხვევაში ჩაანაცვლა "უ" ასო "უარის"-"ვარის" შემთხვევაში პირიქით მოხდა, რადგან თავსართი "ვ" სათავისო ფორმაა: "ვაკეთებ, ვამბობ, ვიქმნი"… "უ" თავსათრი კი ერთის მხრივ "უმეტესობაა" (უფრო, უდიდესი, უძლიერესი) და მეორესმხრივ უქონლობას ახნიშნავს: უფულო, უგუნუი, უჭმელი... საინტერესოა რომ მას გერმანულში შეესაბამება თავსართი "უნ": "უნაბფენგიგ", "უნგლაიხ"… ამდენდ სიტყვა "უარი" გამოდის "უარო" ანუ "არას" გარეშე მყოფი და მეორესმხრივ "უფრო დიდი არა"-"უუარესი"-"უვარესი"- ეს კი ნონსენსია; ამდენად მართებული ფორმა მართლაც არის "ვარი", მაგრამ ესეთი ფორმით ვერ დარჩებოდა ქართულში, რაბდან სათავისო "ვ"-მ აწარმოვა ისეთი სიტყვები, როგორიცაა "ვარგისი" და "ვარ" (მე ვარ)- მეგრულად "ვორე" - მეგრული "რე" ნიშნავს "არისს"- ძველქართული "არს". თეოლოგიაში ღმერთი "არსია"-"მაარსებელი" და "არსის-შინაარსის" მიმცემი -ეგვიპტურშიც მაარსებელ ღვთაებას ქვია "რე", იგივე "რა"; ლათინურად მეფეს ეწოდა მისი სახელი "რე", რაც ეტრუსკულიდანაა. ეს ქართული სიტყვა "არს-არის" ხელოვნურად-დაზგურად შექმნილი უნდა იყოს საეკლესიო ლინგვისტური რეფორმებისას- "ა" თავსართი "აღმატებაა" ისე როგორც "აგება, აღმართვა, აფრენა, ასვლა"… "ს" ბოლოსართი დანამატია იესვე როგორც "გავს", "მდგომარეობს, "ჩანს"… ძირი გვრჩება "რ" -მეგრულად "რინა"-ნიშნავს არსებობას-ყოფას; ამდენად სიტყვა "არის"-"არსის" ძირია მეგრული "რე". ასევე დაზგურად შექმნილს გავს სიტყვა "ხარ" -ეს რაღაც "ხ" საერთოდ უწესრიგოდაა აქ ჩასმული და სხვა სიტყვებთან კავშირს და ანალოგს ვერ პოულობს. მეგრულში კი არის "რექ"(ხარ) რაც ასევე ქარულ ფორმებთანაც მოდის შესატყვისობაში, მაგალითად: "შეზდექ, დადექ"… ამდენად მეგრული ფორმები თვით ქარულისთვისაც კი გრამატიკული თვალსაზრისით უფრო გამართულია, რაც აგრეთვე ადასტურებს იმას, რომ ქართული ენა გამოეყო მეგრულს და არა პირიქით. სვანური ენა კი არის მთიულური მეგრულის და ადიღო-თურქმენული ენების ნაზავი, ისევე როგორც წოვა თუშურია არის მთის ქართულის და ქისტურის ნაზავი. სვანურ ენაში ის სიტყვები, რომლებიც მეგრულში არაა სვანურში შესულია ადიღო-ყაბარდოული ენებიდან, ასევე არის პირდაპირ ქართულიდან შესული სიტყვებიც. თუმცა არის რამდენიმე ისეთი უძველესი კოლხური სიტყვაც, რომლებიც ყველაზე უკედ სვანურშია დაცული. გარდა ამისა სვანურში მთიულური-გაუხეშებული მეტყველების თვისებიდან გამომდინარე ბევრი მეგრული სიტყვა უბრალოდ დეფორმირებულია, ასევე დეფორმირებულია ადუღო-ყაბართოული სიტყვებიც. ამდენად შეგვიძლია დავასკვნად, რომ სვანური ენა მთიულური მეგრულია ადიღო-ყაბარდოული მინარევებით. მაგალითისთვის მომყავს ზოგიერთი სვანურ-ადიღურ-ყაბარდოული სიტყვა: ფუსტ-ფუსდ(ფში)-ბატონი; ფაყვ-ფავე-ქუდი; ხედა-ხეთა-რომელი; მეგემ-ჩეგე-ხე; ლე'მესკ-მასკ(ე)-ცეცხლი; ხამ-ხვა-ღორი; ჯიჰრა-აჯჰრა-მუხა; მუს-უ(ე)ს,ასი(აქ ძირია "ს")-თოვლი; ჩაჟ-(ც)ა(ე)იჟ, ში(ჟ)(აქ ძირია "ჩ(ჟ)"-შ(ჟ)")-ცხენი; შგვიბ-მი'შკლუ(აქ ძირია "შგ"-"შკ")-რკო; თხერე-თიღუჟ(აქ ძირია "თხ"-"თღ")-მგელი; მიშგვი-(მი)სიჟ-ჩემი; ფხულე-ფხუა-თითი; ეზა-ეზი-ის; ჰაშდექვ-(ჰა)შინდირხუო-ხვლიკი; ლი'პეშვდ-პეშიტი-გადაღობება და ა.შ. სვანურს და ადიღო-თურქმენულ ენებს აქვთ ამასთანავე საერთო გრამატიკული ფორმებიც, რაც შემდგონ კვლევას საჭიროებს. საერთოდ ჩრდილოკავკასიური ენების და ქართველური ენების ერთ ჯგუფში შეყვანა არამართებულია, რადგან ჩრდილოკავკასიურ ენებს გაცილებით მეტი საერთო აქვთ თურქმენულ ენებთან ვიდრე ქართველურთან. ხოლო ტერმინი "იბერიულ-კავკასიური" ენები ძირშივე მცდარი ტერმინია. ჩრდილო კავკასია დავდაპირველად კოლხეთის სამეფოში შედიოდა და მასზე კონტროლს ქართველი ხალხი პერიოდულად იბრუნებდა ხოლმე შუა საუკუნეებში. ჩრდილო კავკასია მომთაბარე თურანულმა ტომებმა პირველად ჰუნების დროს დაიპყრეს IV საუკუნეში, შემდეგ ავარებმა და ალანებმა, მერე ხაზარებმა და არაბებმა, მერე თათარ-მონღოლებმა, მერე თურქ-სელჯუკებმა და ყიზიბლაშებმა, დღეს დაპყრობილი აქვთ რუსებს. ამ ხალხების ენებმა გადაფარეს ზანური ენის შრე ჩრდილო კავკასიაში. ამდენად უმჯობესი იქნებოდა ეს ენები თურქმენულ ენათა ჯგუფში ყოფილიყვნენ შეყვანილი. მართალია ამ ენებში არსებობს "ზანიზმები", მაგრამ ეგრე თავად თურქულში, ბერძნულში, ლათინურში და სომხურში კიდევ უფრო მეტი ზანიზმებია და მაშინ ეს ენებიც იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს უნდა მივაკუთნოთ? უმჯობესია ტერმინი "იბერიულ-კავკასიური ენები" ამოვარდეს ხმარებიდან და ის შეიცვალოს უფრო მართებული ტერმინით "გეორგიანული ენები", რადგან დღეს მსოფლიო გეორგიად გვიცნობს. რაც შეეხება ბასკურ ენას ის იბერიული იმდენადაა რამდენადაც გეორგიანულს უახლოვდება, ამიტომ მას შეგვიძლია "სემიგეორგიანული" ვუწოდოთ და არა "იბერიული", იბერიული ენა იგივე ზანურია, ანუ მეგრულ-ლაზური, ქართული ენა კი არის ამ ენის ბაზაზე ქრისტიანობის გამოცხადების შემდგომ შექმნილი საეკლესიო-კარტოგრაფული(საქაღალდე) ენა, რომელმაც თანდათანობით ხმარებიდან ამოაგდო კოლხური-იბერიული, ანუ მეგრული, როგორც დასავლეთ საქართველოში ასევე თავად ქართლშიც, მოსახლეობა კი დარჩა იგივე და არავინ არსად არ შეჭრილა, როგორც ამას გვიმტკიცებდნენ "სოც-მეცნიერები" თითქოსდა დასავლეთ საქართველოში შეიჭრნენ "ქართები" და დღევანდელი იმერლები, გურულები, რაჭველები და აჭარლები მათი შთამომავლები არიან. დავიწყებ იმით რომ არანაირი "ქართის ტომი" არ არსებობდა- თავად სიტყვა "ქართი" არის მეგრული სიტყვა, რასაც დაწვრილებით ვასაბუთებ ჩემს ნაშრომში "იბერიადა". არ არსებობდა არანაირი სამი შტო: სვნების, მეგრულების და ქართების, როგორც ამას დღემდე გვინტკიცებენ ნაბოლშევიკარი მეცნიერები. სინამდვილეში არსებიბდა მხოლოდე ერთი კოლხური შტო, ანუ მეგრული, იგივე ზანური შტო, უფროსწორედ ერი და არა რაღაც ტომის შტო თუ ტრიბუ. ტერმინი "ტომები" მიესადაგება მომთაბარე- მაწანწალა ნახევრად ველურებს. სხვადასხვა ტერიტორიებზე მოსახლე ქართველთა წინაპრების მიმართ ტერმინი "ტომები" იმდენად შეგვიძლია გამოვიყენოთ, რამდენადაც დღევანდელ საქართველოს კუთხეების მკვიდრთა მიმართ, მაგალითად: გურულთა ტომი, კახელთა ტომი, ქართლელთა ტომი... ჩვენს მეფეებს და საზოგადო მოღვაცეებს კი ვუწოდოთ ტომის ბელადები, მაშინ როცა ქართველი ერი ერად ჩმოყალიბდა შუამდინარეთის ჩრდილოეთით 11-12 ათასი წლის წინ მიწათმოქმედების წარმოქმნასთან ერთად, რადროსაც წარმოიქმნა დამკვიდრებული ცხოვრების წესი. ამდენად არქიტექტურა, დამწერლობა და მეტალურგიაც ქართველმა ერმა შექმნა, რომელიც მაშინ საუბრობდა იმ ენით, როლის პირდაპირი შთამომავალია მეგრული ენა. საქართველოს საზღვარი კი გადიოდა მდინარე ყუბანზე, რასაც განსაკუთრებით მალავდნენ "წითლები" რადგან ეს ტერიტორიები დღეს რუსეთის ფედერაციაში შედის. სამაგიეროდ "წითლები" არ კრძალავდნენ იმის მტკიცებას, რომ ქართველთა წინაპრების სამშობლო თურქეთის ტერიტორიაზეა, რადგან ეს შესაძლებელს ხდიდა რუსეთის იმპერიის თურქეთზე თავდასხმას. ქართული ისტორიოგრაფია და ენათმეცნიერება "წითლებამდეც" ზეგავლენას განიცდიდა ირანის მხრიდან, რაც აისახა ვახტანგ VI(თუ V)ს და სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობში. სულხან-საბა იგრორირებას უწევდა მეგრულ ენას, მას ავენოვან ჟღურტულს ეძახდა და მეგრულძირიან სიტყვებს ყიზილბაშურით განმარტავდა, მაგალითად სიტყვა "გერგეტი", რომელიც არის მეგრული წმინდა გიორგის სახელი "გერგედან" ნაწარმოები, საბას ეგონა თათრული "ჯეგერგენიდან" მიღებული, რაც ნიშნავს მოჭენავეს-ცხენს, ამიტომ ის მცდარად განმარტავს, რომ "გერგეტი" მომცრო ტანის (თათრულ) ცხენს ნიშნავსო. ირანის შემდგომ კი რუსეთის იმპერია შეეცადა ბოლომდე გაეყალბებინა ქართველი ხალხის და მისი ენის წარმოშობის საკითხი. მიუხედავად ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, პავლე ინგოროყვას და რიგი სხვა ნიჭიერი მეცნიერების მცდელობისა, ქართული ისტორიოგრაფია და ენათმეცნიერება სწორ რელსებზე მაინც ვერ შედგა, რადგან ამას ერთისმხრივ შეუძლებელს ხდიდა რუსეთის იმპერიალისტური მანქანა და მეორესმხრივ არ არსებობდა სათანადო ლინგვისტური და ისტორიოგრაფიული ინსტიტუტი მუდმივად ფიზიკური განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფ საქართველოში. გარდა ამისა ზემოხსენებულ ავტორებს ხელთ არ ქონდათ ის ახალი არქეოლოგიური თუ სხვა საჭირო მასალები რაც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს. ამ ყოველივემ განაპირობა ის, რომ ეს მეცნიერები ვერ მივიდნენ საბოლოო სწორ დასკვნებამდე და დღესაც ქართული სამეცნიერო ოფიციოზი ისევ საბჭოთა ანტიქართულ ტრადიციას ეყრდნობა. ამ ცნობიერება გაღრწნილმა ვაიქართველებმა და მათმა მოსკოველმა შეფებმა საქართველოსთვის წამებულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, რომელსაც შეეძლო ამ ეროვნული საქმის ბოლომდე მიყვანა, ექვსი თვეც არ აცალეს. აი ეს "წითელი მეცნიერება" ყვავის დღემდე საქართველოში, რომელსაც ზურგს უმაგრებს "წითელი სამღვდელოება" და "წითელი ბიზნეს-მთავრობა"!!!
მსოფლიო იბერიული ორდენი