ტორტის გაკეთება თუ არა მისი მირთმევა ალბათ ყველას გვიყვარს. თბილისში არის ადგილები სადაც კარგ ტორტებს შეიძენთ იაფად მაგრამ სახლში გაკეთება რათმაუნდა უფრო იაფი დაგიჯდებათ და თან ის მაინც გეცოდინებათ რომ ნამდვილად სუფთა და ეკოლოგიურად ჯანმრთელი პროდუქტია . გთავაზობთ ტორტების რეცეპტებს ... შოკოლადის ტორტი ,,ზამთრის ზღაპარი" ინგრიდიენტები 200გრ შაქარი 140 გრ კარაქი 200 გრ შავი შოკოლადი 3 კვერცხი 1ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან 1/2 ჩ.კ სოდა) 100გრ ფქვილი 2 ჩ.კ ხსნადი ყავა 1,5 ს.კ. კაკაო 3 ს.კ არაჟანი 300 მლ 35% (ან მეტი) ნაღები 100 გრ თეთრი შოკოლადი მომზადების წესი ყავა გავხსნათ 2-3 ს.კ ადუღებულ წყალში. 140 გრ შოკოლადი, კარაქი და ყავის მასა ერთად გავადნოთ. კვერცხი გავთქვიფოთ 180 გრამ შაქართან და არაჟანთან, შევურიოთ შოკოლადიანი მასა, შემდეგ დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და კაკაო. ფრთხილად ავურიოთ. გაცხიმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ჩხირით. კრემი: 200მლ გამთბარ ნაღებში ჩაყარეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი და გაადნეთ, გააციეთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი (მინიმუმ 2 სთ), შემდეგ გათქვიფეთ კრემის კონისტენციამდე. ბისკვიტი გაჭერით 2-ად ( ან 3-ად, თუ მაღალია) წაუსვით კრემი ყველა ფენას და შედგით მაცივარში. დარჩენილი შოკოლადი, შაქარი და ნაღები გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ტორტს.
qartuli samzareulo
:мари ами
Tortebis Receptebi / ტორტების რეცეპტები
ტორტის გაკეთება თუ არა მისი მირთმევა ალბათ ყველას გვიყვარს. თბილისში არის ადგილები სადაც კარგ ტორტებს შეიძენთ იაფად მაგრამ სახლში გაკეთება რათმაუნდა უფრო იაფი დაგიჯდებათ და თან ის მაინც გეცოდინებათ რომ ნამდვილად სუფთა და ეკოლოგიურად ჯანმრთელი პროდუქტია . გთავაზობთ ტორტების რეცეპტებს ...
შოკოლადის ტორტი ,,ზამთრის ზღაპარი"
ინგრიდიენტები
200გრ შაქარი
140 გრ კარაქი
200 გრ შავი შოკოლადი
3 კვერცხი
1ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან 1/2 ჩ.კ სოდა)
100გრ ფქვილი
2 ჩ.კ ხსნადი ყავა
1,5 ს.კ. კაკაო
3 ს.კ არაჟანი
300 მლ 35% (ან მეტი) ნაღები
100 გრ თეთრი შოკოლადი
მომზადების წესი
ყავა გავხსნათ 2-3 ს.კ ადუღებულ წყალში.
140 გრ შოკოლადი, კარაქი და ყავის მასა ერთად გავადნოთ.
კვერცხი გავთქვიფოთ 180 გრამ შაქართან და არაჟანთან, შევურიოთ შოკოლადიანი მასა, შემდეგ დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და კაკაო. ფრთხილად ავურიოთ.
გაცხიმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.
კრემი: 200მლ გამთბარ ნაღებში ჩაყარეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი და გაადნეთ, გააციეთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი (მინიმუმ 2 სთ), შემდეგ გათქვიფეთ კრემის კონისტენციამდე.
ბისკვიტი გაჭერით 2-ად ( ან 3-ად, თუ მაღალია) წაუსვით კრემი ყველა ფენას და შედგით მაცივარში.
დარჩენილი შოკოლადი, შაქარი და ნაღები გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ტორტს.