მოხარშული ბეზეს კრემი ტორტებისთვის რეცეპტი

დრო
30 წთ
რეცეპტი
ჩვეულებრივი ბეზეს კრემისგან განსხვავებით ეს ვერსია თერმულ დამუშავებას გადის, რაც უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე უმი ბეზე.
ინგრედიენტები:
კვერცხის ცილა 4
შაქარი 150 გ
მარილი მწიკვი
ვანილი
ლიმონის წვენი 1 ჩ.კ
ტაბულა
ქვაბში ავადუღოთ წყალი. ზემოდან დავდგათ თასი, როემლშიც კრემს მოვამზადებთ. მისი ძირი არ უნდა ეხებოდეს მდუღარე წყალს. მოვათავსოთ თასში ცილა, მწიკვი მარილი, ლიმონის წვენი და დავიწყოთ თქვეფა. როცა მასა აქაფდება და დავამატოთ შაქარი, ვანილი და განვაგრძოთ თქვეფა დაახლოებით 10 წუთი მაინც.
შაქარი დადნება, ბეზე გახდება პრიალა, ძალიან სქელი და წელვადი.
გადმოვიღოთ ორთქლიდან და ვთქვიფოთ კიდევ 2-3 წუთი. გამოყენებამდე კრემი გავაციოთ.
მიღებული კრემი შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა დესერტებისთვის: ტარტალეტკისთვის, ტორტის მოსართავად და ა.შ. ის არ კარგავს ფორმას, მსუბუქია და გემრიელი.

მოხარშული ბეზეს კრემი ტორტებისთვის რეცეპტი - 772719751066

Комментарии