რა თვალწარმტაცია ახლად გამოღვიძებული ბუნება გაზაფხულის ჭრელ ჭრელი ფერები ერთმანეთში რომ ერევა.
ჯერ ენძელები ამოვა. მერე თანდათან ამწვანდება და აყვავდება მიდამო. უცქერი ამ ყოველივეს და სტკბები. მაისში მერცხლები რომ მოფრინდებიან ხომ, შენც ლამის ფრთები გამოისხა და მათთან ერთად ცაში აიჭრა შენი გრძნობებით. ეს ყველაფერი შენში სიცოცხლის წყაროს სათავეა, რომ ამოდუღდება და გადმოსჩქეფს. მერე კი,თანდათან ეშვება დაღმართზე და უცებ მოდის ზაფხული, თავს იწონებს, იფერებს, სითბოს გამოსცემს და ცდილობს შეინარჩუნოს ეს ელფერი. მაგრამ აი, კარზე მოდგა შემოდგომა. და სად წაუხვალ? ფოთლებს უკვე შიში ფარავს და ერთმანეთს საცოდავად ეტმასნებიან, ხმებიან და ნელ-ნელა მიწაზე ცვივდებიან. ზამთარი ხომ რაც შემორჩება გაციების და გამყინვარების გზას გაუყენებს ყველაფერს და ღმერთმა იცის რას მოიტანს. გაზაფხულზე კი, ისევ ხელახალი სიცოცხლე დაიწყება. წელიწადს გავს ადამიანი. მის სახეს მაგონებს. დაბადებისას ნორჩი, პაწია და საყვარელია. მერე ყრმობაში გადადის როგორც ზაფხული, პურდება. და შემოდგომა კი უკვე ასაკს გადასული, გაცრეცილი ფერია, თითქოს სული კბილით რომ უჭირავს. მოვა ზამთარი; -- სიბერე, აკანკალებული. სისიხლი მჩქეფარი დადგება და, ბოლოს კი, გაიყინება....დამთავრდება სიცოცხლე. ამიტომ არის გაზაფხულზე ახლად გამოძვიღებული ბუნება რომ ტირის.-- წვიმს და წვიმს. გამოდარებას რომ არ აპირებს , დასტირის ერთწლიან სიცოცხლეს. ნეტავ ასეთი მოკლე არ იყოს არსებობა.... ნეტავ მარადიულობა სუფევდეს......ნეტავ ასე მალე არ ხუნდებოდეს, არ ხმებოდეს, არ კვდებოდეს ყველაფერი.......მაშინ ხომ ზღაპარი აღარ იქნებოდა სიცოცხლე. მაშინ საოცრების სამყაროში ხალისინი იქნებოდა ცხოვრება. ნეტავ სულ გაზაფხულის ფერები მოსავდეს ჩვენს სულებს, ჩვენს არსებობას გაუხუნებელი ელფერი დასდევდეს....ვერ ვიტან უფერულობას... მინდა სულ გაზაფხულივით სიმწვანე და სიხასხასე. ნელი კავკასიელი
შემოგვიერთდით და ისიამოვნეთ
:neliko poezia
რა თვალწარმტაცია ახლად გამოღვიძებული ბუნება გაზაფხულის ჭრელ ჭრელი ფერები ერთმანეთში რომ ერევა.
ჯერ ენძელები ამოვა. მერე თანდათან ამწვანდება და აყვავდება მიდამო. უცქერი ამ ყოველივეს და სტკბები. მაისში მერცხლები რომ მოფრინდებიან ხომ, შენც ლამის ფრთები გამოისხა და მათთან ერთად ცაში აიჭრა შენი გრძნობებით.
ეს ყველაფერი შენში სიცოცხლის წყაროს სათავეა, რომ ამოდუღდება და გადმოსჩქეფს. მერე კი,თანდათან ეშვება დაღმართზე და უცებ მოდის ზაფხული, თავს იწონებს, იფერებს, სითბოს გამოსცემს და ცდილობს შეინარჩუნოს ეს ელფერი. მაგრამ აი, კარზე მოდგა შემოდგომა. და სად წაუხვალ? ფოთლებს უკვე შიში ფარავს და ერთმანეთს საცოდავად ეტმასნებიან, ხმებიან და ნელ-ნელა მიწაზე ცვივდებიან. ზამთარი ხომ რაც შემორჩება გაციების და გამყინვარების გზას გაუყენებს ყველაფერს და ღმერთმა იცის რას მოიტანს. გაზაფხულზე კი, ისევ ხელახალი სიცოცხლე დაიწყება.
წელიწადს გავს ადამიანი. მის სახეს მაგონებს. დაბადებისას ნორჩი, პაწია და საყვარელია. მერე ყრმობაში გადადის როგორც ზაფხული, პურდება. და შემოდგომა კი უკვე ასაკს გადასული, გაცრეცილი ფერია, თითქოს სული კბილით რომ უჭირავს. მოვა ზამთარი; -- სიბერე, აკანკალებული. სისიხლი მჩქეფარი დადგება და, ბოლოს კი, გაიყინება....დამთავრდება სიცოცხლე.
ამიტომ არის გაზაფხულზე ახლად გამოძვიღებული ბუნება რომ ტირის.-- წვიმს და წვიმს. გამოდარებას რომ არ აპირებს , დასტირის ერთწლიან სიცოცხლეს.
ნეტავ ასეთი მოკლე არ იყოს არსებობა.... ნეტავ მარადიულობა სუფევდეს......ნეტავ ასე მალე არ ხუნდებოდეს, არ ხმებოდეს, არ კვდებოდეს ყველაფერი.......მაშინ ხომ ზღაპარი აღარ იქნებოდა სიცოცხლე.
მაშინ საოცრების სამყაროში ხალისინი იქნებოდა ცხოვრება. ნეტავ სულ გაზაფხულის ფერები მოსავდეს ჩვენს სულებს, ჩვენს არსებობას გაუხუნებელი ელფერი დასდევდეს....ვერ ვიტან უფერულობას... მინდა სულ გაზაფხულივით სიმწვანე და სიხასხასე.
ნელი კავკასიელი