ნოემბრის წვიმა ასველებს ქალაქს,

მზის სხივებს უცდის, სველი ქუჩები
მე, როგორც მაშინ, წვიმაში ვდგავარ
და წვიმის წვეთებს ვეჩურჩულები.
ვუყვები, როგორ მიყვარდი მაშინ
და როგორ ძლიერ მიყვარხარ ახლაც,
რომ მე და წვიმა ვგავართ ერთმანეთს
და ჩვენი სევდა ამ ლექსს თან ახლავს.
წვიმას ვეტყვი, რომ მან შეგაშინა,
რომ დასველება სულაც არ გართობს,
რომ მე არაფრის არ მეშინია
რომ მიყვარხარ და ეს გრძნობა მათბობს.
ნოემბრის წვიმა, სევდიან ქუჩებს,
შეყვარებულთა ცრემლებად ათოვს,
მე ისევ ვდგავარ წვიმაში მარტო
და ეგ უძირო თვალები მათრობს

ნოემბრის წვიმა ასველებს ქალაქს,
 - 481289408422

Комментарии

Комментариев нет.