შემოდგომა

ნაზი სურნელი ისე ამკობს
კანდამსკდარ გულაბს,
როგორც ნაკადულს ეს ბავშვური
ლაღი ტიტინი,
ცხოვრებაც აღარ მეჩვენება
მას შემდეგ რთულად,
რაც კი ოცნება ამიფეთქდა
ატმის კვირტივით...
ფრთა ფრთას შემოკრა სიყვარულმა
მტრედის ფრთხიალით,
ასგზის განცდილმა სიხარულმა
ისევ მიწია,
ავის და კარგის განმკითხავი
ახლა ვინ არის,
ცამ ნისლიანი პირბადეც კი
გადაიწია...
უნდა მიენდო შემოდგომას
მწიფე ქაცვიანს,
არც კი მეგონა ქაცვის სუნი
ქარსაც თუ ქონდა,
ამ სილამაზეს გული ისე გაუტაცია,
თითქოს მინდორში ქორმა მწყერებს
ჩამოუქროლა...
ცხოვრება აღარ მეჩვენება
რატომღაც რთულად,
ნაზი სურნელი ისე ამკობს
კანდამსკდარ გულაბს...
ბადრი სულაძე.
#Bella

Комментарии

Комментариев нет.