- ვინ გამახარებს – იტყოდა დედა,

გაშლიდა მკლავებს… მიწას ვწყდებოდი...
და როგორც მერცხლის ბუდეს მ ე რ ც ხ ა ლ ი,
დედას კისერზე ვეკიდებოდი.
ვინ გამახარებს – იკითხავს მიწა,
გაშლის ბელტებს და იმას მსგავსებით,
ვით ერთ დროს დედას, ამჯერად მიწას
ჩემივ ნიჟარით მივეტმასნები...
ვინ გამახარებს იკითხავს ზეცა.
მორის ფოცხიშვილი

- ვინ გამახარებს – იტყოდა დედა, - 550682819024

Комментарии

Комментариев нет.