პროტესტის უთქმელი აქცია.თვალები,რომლებიც ეძებენ სამალავს.ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია,დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან.თითები-განთიადს სხეულზე მივაწვი.გზა-მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან.შემოდი...დამთავრდა დრამების მირაჟი,წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად.გზები-შეუკრავი ათვლის პარაბოლაპროფილი-ფერმკრთალი ღიმილის გრაცია.ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდაწვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია.მზერას-საწნახელში ბადაგად გიწურავ.წლები დავბერტყე და ახლა შიშველინონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთანამბორად ვიშლები...ამბორი გიშველის?!სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკათვალებიც,რატომღა ეძებენ სამალავს.სუნთქვა-ნაპრალიდან სულში შემოვიდადა ნათითურები ლექსებად დამაჩნდა.#შორეNA
რწმენა, სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა. (გართობა).
დამალვა-
პროტესტის უთქმელი აქცია.
თვალები,
რომლებიც ეძებენ სამალავს.
ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია,
დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან.
თითები-
განთიადს სხეულზე მივაწვი.
გზა-
მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან.
შემოდი...
დამთავრდა დრამების მირაჟი,
წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად.
გზები-
შეუკრავი ათვლის პარაბოლა
პროფილი-
ფერმკრთალი ღიმილის გრაცია.
ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდა
წვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია.
მზერას-
საწნახელში ბადაგად გიწურავ.
წლები დავბერტყე და ახლა შიშველი
ნონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთან
ამბორად ვიშლები...
ამბორი გიშველის?!
სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკა
თვალებიც,
რატომღა ეძებენ სამალავს.
სუნთქვა-
ნაპრალიდან სულში შემოვიდა
და ნათითურები ლექსებად დამაჩნდა.
#შორეNA