წასულია ადამიანი, რომელმაც მასწავლა, რომ სწრაფად კი არ უნდა გადაწყვიტო, არამედ დარწმუნებული უნდა იყო, რომ სწორად აკეთებ...

წასულია ადამიანი, რომელმაც მასწავლა, რომ არ უნდა შეევგუო არსებულ ვითარებას და ჩემს ოცნებას უნდა მივყვე, რაც უნდა ძნელი იყოს გათელილი ბილიკიდან გადახვევა.
... ...წასულია ადამიანი, რომელმაც მიჩვენა, რომ შვილი, ნათლული და ახლოებელი არ უნდა გავარჩიო.
წასულია ადამიანი, რომელმაც მასწავლა, რომ უნდა შევძლოდა ემოციები არ შევიმჩნიო.
წასულია ადამიანი, რომელიც მარწმუნებდა, რომ ქალი რაოდენ განათლებული და წარმატებულიც არ უნდა იყოს ოჯახის საქმე უნდა იცოდეს.
წასულია ადამიანი, რომელმაც მაჩვენა, როგორ უნდა ვიზრუნო ნათესავებზე და ახლობლებზე.
წასულია ადამიანი, რომელიც იყო პატიოსნების, შრომისმოყვარების და თავმდაბლობის ეტალონი.
წასულია ადამიანი, რომელმაც მასწავლა, რომ, თუ საქმეს ვაკეთებ, უკან არ უნდა მოვიხედო.
წასულია ადამიანი, რომელმაც მიჩვენა, რომ უკიდურეს გასაჭირშიც პრინციპულობა და პატიოსნება საუკეთესო იარაღია წინსვლისთვის.
წასულია ადამიანი, რომელმაც მასწავლა, რომ ინტელიგენტობა საცხოვრებელი ადგილი კი არაა, არამედ შინაგანი თვისება.
წასულია ადამიანი, რომელმაც ამიხსნა, რომ საბჭოთა კავშირი სიყალბე იყო და ადამიანობას ეწინააღმდეგებოდა.
წასულია ადამიანი, რომელმაც დამარწმუნა, რომ სიზარმაცე უვიცობაზე უარესია.
წასულია ადამიანი, რომელიც ღირსეულად ემსახურა თავის იდეას და, გზად, დიდი მადლი დათესა, რომელიც არა ერახელ დამხვდა წინ.
წასულია ადამიანი, რომელიც ჩემთვის მეცნიერის წარმატების მაგალითი იყო.
წასულია ადამიანი, ვინც გალაქტიონის ლექსები შემაყვარა.
წასულია ადამიანი, ვინც მასწავლა, რომ სიმღერა შემოწოლილი სევდის საუკეთესო წამალია.
წასულია ადამიანი, ვინც კითხვა შემაყვარა.
წასულია ადამიანი, ვინც ამიხსნა, რომ არსებობს ხარისხიანი და უხარისხო იუმორი.
და, კიდევ, ძალიან ბევრი...
წასულია ჩემი დედ-მამა, ვინც ყოველდღე მაკლია...
=====================================
მოიგონეთ ის ხალხი, ვინც თქვენს ცხოვრებაში მარადიული კვალი დატოვა.
ღმერთმა გაანათლოს მათი სულები და ჩვენი მათი საკადრისი ცხოვრების ძალა მოგვცეს....
მადო

წასულია ადამიანი, რომელმაც მასწავლა, რომ სწრაფად კი არ უნდა გადაწყვიტო, არამედ დარწმუნებული უნდა იყო, რომ სწორად აკეთებ... - 803160205520

Комментарии

Комментариев нет.