Комментарии
- 23 фев 2016 15:17კვეტარის ასულიუღრმესი მადლობა მეგობარო,ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის,დაგლოცოს უფალმა
- 23 фев 2016 15:21თათაოზ რუხელი ответил კვეტარის ასულიგაიხარე ხათუნა.ამ შესანიშნავ ტაძარში ხალხმრავლობა ყოფილიყოს მალე.
- 23 фев 2016 15:23კვეტარის ასული ответила თათაოზ რუხელიმადლობა ამ,კეთილი სურვილისთვის
- 23 фев 2016 15:24კვეტარის ასული
- 23 фев 2016 15:25თათაოზ რუხელი ответил კვეტარის ასულიგამოჩნდება ალბათ სისხლიანი გულის პატრონი ქართველი და მჯერა ეს ტაძარი არ იქნება ასე უღვთოდ მიტოვებული.
- 23 фев 2016 15:30კვეტარის ასულიმეც ვიტოვებ ამ იმედს გია,და უფალზე ლოცვით დაველოდები ამ ლამაზ დღეს
- nino CulaiaКомментарий удалён.
- 23 фев 2016 18:05nino Culaiaმიყვარს ჩვენი ერთერთი ულამაზესი კუთხე,ჩვენი საამაყო კახეთი
- 23 фев 2016 18:08კვეტარის ასული ответила nino Culaiaes rabatia sayvarelo
- 23 фев 2016 18:08nino Culaiaхо укацравад шемешала...арада вици ром рабатиа
- 23 фев 2016 18:09კვეტარის ასულიeg araferi vshemogevle mtavaria yvelas saqartvelo gviyvars da misi shvilebi vart
- 23 фев 2016 18:20კვეტარის ასული ответила nino Culaiagif
- 23 фев 2016 18:22nino Culaia
- 23 фев 2016 18:33nino Culaia ответила კვეტარის ასული
- 23 фев 2016 18:33კვეტარის ასულიgif
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
რუხელის ლექსები
კვეტარა, ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, მდებარეობს მდინარე ილტოს ნაპირზე, ახმეტის რაიონში.
კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. წყაროებში პირველად XI საუკუნის შუაწლებიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას.
კვეტარას გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი... ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული. გეგმით ჯვარისებრი ეკლესია X საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. იგი, როგორც ჩანს, მეფის კარის ეკლესიად იყო გათვალისწინებული. ხუროთმოძღვარს ყოველგვარი მორთულობისა და ჩუქურთმების გარეშე შეუქმნია იგი.
დღეს საუკუნეთა ქარცეცხლ გამოვლილი და მრავალ ურჯულოს ხელს გადარჩენილი უფლის ეს საყდარი ელის შენს ხელს ადამიანო!
****
ხათუნა თედიაშვილი.(კვეტარის ასული.)
*.*.*.*.*.*.*.*.*.*.
წუხელ რატომღაც,ატირდა მთვარე
და ვარსკვლავებსაც დასცვივდათ ცრემლი,
თითქოს აღარ სჩანს,ფრესკის ნათება,
იქ კვეტერაში მუდამ ,რომ მელის.
მოვდივარ რწმენით,ლოცვას ვჩურჩულებ,
ვიცი დამხვდება შენი კარიბჭე,
ოდესღაც დუღდა ყვაოდა ციხე,
სულ სხვა სურნელი ,ჰქონდათ ,ყვავილებს.
ახლა?შემწყდარა,აღარვინ მოდის,
ვერ ნახავთ გარშემო.მლოცველის ნაბიჯებს,
ფრესკიდან დაღვრილი ნათება,აღარ სჩანს
მძაფრ მონატრებას ,ეს უფრო აღვიძებს.
არ რეკენ ზარებს და მლოცველიც არსად სჩანს,
ტყის მდუმარება,ჩიტებსაც აშინებთ,
მინდა,რო ცოცხლობდეს და ლოცვა ვისმინო
და თუ დასჭირდა,სიცოცხლეს გავიღებ.
გუშაგიც აღარ სჩანს,ცეცხლი ,რომ დაანთოს,
ერისთავს კვლავ შვილის, სიკვდილი ატირებს,
სოფლებიც დაცლილან,წასულან თითქმის და
კვეტარის სამრეკლო,ირეკლავს აჩრდილებს.
ოდესმე თუ შევძლებ,ნეტავი ვიცოდე,
ამ სამყაროში ,მეორედ დავბრუნდე,
ვინატრებ,რომ მწირად მოვიდე ტაძარში
რომ ტაძარს წირვა და ლოცვები აღუდგეს.
23.02.2016.
ხათუნა თედიაშვილი