ქარია, ნაწვიმარ ქუჩას მივუყვები,

ვხედავ გზის ნაპირზე ჩამომჯდარ მათხოვარს,
და ვფიქრობ, ასეთი ცხოვრება კაცისა,
ალბათ გულს როგორ ტკენს ჩვენს ქრისტე მაცხოვარს.
...
ამ ადამიანმა თავისი ცხოვრება,
ვინ იცის როგორი ტანჯვით გაიარა,
გვერდით ჩაუვლიან,ზოგი თუ იცოდებს,
ზოგს ნახვაც არ უნდა,წყალობა კი არა.
ისიც ხომ კაცია,უფლისგან ნაშობი,
რა ქნას თუ განცხრომას ის ვერ ეზიარა,
ფული თუ არა აქვს,გული აქვს კეთილი,
წარსული შემორჩა მას სულის იარად.
გაყინულ ხელებში ხურდები უყრია,
რამდენჯერ დათვალა,თან ოხვრა ამოხდა,
ფულით თუ ვერ შველი ღიმილი აჩუქე,
სალამი უთხარი უბრალოდ რა მოხდა.
და ნახავ,როგორი იმედით მოგხედავს,
სითბო ჩაუდგება საცოდავს თვალებში,
იმასაც მიხვდება ფული რომ არა გაქვს,
ისიც უფულობამ ჩააგდო ამ დღეში.
ო, წუთისოფელო,ვის რა გზით ატარებ,
ვინ სიხარულით და ვინ ცრემლით მავალია,
სიკეთის კეთება ნუ დაგვეზარება,
ღმერთი გადაგვიხდის,ღმერთი მაღალია.
ოჰ, დროვ მუხანათო და დაუნდობელო,
და ბედის ბორბალის უკუღმა ტრიალო,
განგება არ გვინდობს ერთურთი დავინდოთ,
გულს ნუ გაიცივებ შენ, ადამიანო.
ნურც შენი მიღწევით ნუ გათამამდები,
ახლა თუ ლაღი ხარ, ცხოვრებით, ქონებით,
იცოდე მუდმივი არც არაფერია,
გახსოვდეს,რომ მხოლოდ სიკეთით ცხონდები.
და ისიც არ ვიცით,ის კაცი საბრალო,
გზაზე რომ დამჯდარა, წვიმა თუ ქარია,
იქნება მოსულა ჩვენს გამოსაცდელად,
და ის მათხოვარი თვითონ უფალია

Комментарии

Комментариев нет.