ზ) ყურანი ღრუბლების შესახებ:

ზ) ყურანი ღრუბლების შესახებ: - 473403044816

Комментарии

  • 15 янв 2013 09:24
    მეცნიერებმა ღრუბლების ტიპები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ წვიმის ღრუბლები ყალიბდება და ფორმას იღებს ქარისა და ღრუბლებისაგან, განსაზღვრული სისტემებისა და კონკრეტული ნაბიჯების გავლით. წვიმის ღრუბელის ერთი სახეობაა საავდრო ღრუბლები. მეტეოროლოგებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ ყალიბდება საავდრო ღრუბლები და როგორ გამოჰყოფს ის წვიმას, სეტყვასა და ელვას. მათ აღმოაჩინეს, რომ საავდრო ღრუბელი წვიმის გამოსაყოფად შემდეგ სტადიებს გადის:
    18
    1) ღრუბლებს ქარი გადააადგილებს: საავდრო ღრუბელი მაშინ იწყებს ფორმირებას, როცა ქარი პატარა ღრუბლებს (ბოლქვ-ბოლქვად შექუჩებულ ღრუბლებს) ერთ ადგილას აქუჩებს
    2) შეერთება: პატარა ღრუბლები ერთმანეთს უერთდება და მათგან წარმოიქმნება დიდი ღრუბელი 1
    3) ჩალაგება: როდესაც პატარა ღრუბლები ერთმანეთს უერთდებიან, დიდი ღრუბლის შიგნით ქარის აღმავალი ნაკადების რაოდენობა იზრდება. ღრუბლის ცენტრთან მდებარე აღმავალი ქარი ღრუბლის კიდესთან მდებარეზე ძლიერია1. ეს აღმავალი ქარის ნაკადები ღრუბლის ვერტიკალურად ზრდას იწვევს და ღრუბელი უფრო მჭიდროვდებაეს ვერტიკალური ზრდა ღრუბლის ზედა მხარეს ატმოსფეროს უფრო ცივ ზონებში გადანაცვლებას იწვევს, იქ კი წყლის წვეთები და სეტყვის მარცვლები ყალიბდება და უფრო და უფრო იზრდება. როცა წყლის წვეთები და სეტყვის მარცვლები იმდენად მძიმდება, რომ აღმავალი ნაკადები მათ ვეღარ იჭერს, ისინი ღრუბლებიდან წვიმის, სეტყვისა და სხვა მსგავსი ნალექების სახით მოდიან2
    .ღმერთმა თქვა ყურანში:
    {არ გიფიქრია, თუ ღმერთი რა ადვილად ჰსძრავს ღრუბლებსა, როგორ თავს უყრის და ნაკუწ-ნაკუწ დააზვინებს; შემდგომ ხედავ, მომავალს მათის წიაღით, უშველებელ წვიმასა...} (24-ე სურა, 43-ე მუხლი)
  • 15 янв 2013 09:31
    მეტეოროლოგებმა უახლეს ტექნოლოგიის თვითმფრინავების თანამგზავრების, კომპიუტერების, აეროსტატის და სხვა აღჭურვილობის დახმარებით, მხოლოდ ახლახან მოახერხეს ღრუბლის ფორმირების სტრუქტურა
    (1 ღრუბლის ცენტრთან მდებარე აღმავალი დინებები უფრო ძლიერია, რადგანაც გაციებისგან მას ღრუბლის გარე მხარე იცავს. 2 იხ. „ატმოსფერო“, ანთესი და ტომფსონი, გვ. 269, აგრეთვე „მეტეოროლოგიის ელემენტები“, მილერი და ტომფსონი, გვ. 141-142.)და ფუნქციონირების დეტალების დადგენა, ასევე ქარისა და მისი მიმართულების, ტენიანობისა და მისი ნაირსახეობის, ატმოსფერული წნევის დონეებისა და მისი სახეობების შესწავლა1. ზემოთ მოყვანილ სტროფში, ღრუბლებისა და წვიმის ხსენების შემდეგ, ლაპარაკია სეტყვასა და ელვაზე: {...იტყოდი, თუ ზევით გადმოავლინებს სეტყვის დიდრონ მთებსა, რომელთაც აკვეთებს, ვისაც ნებავს და ააცილებს, ვისაც ნებავს. ჰლამის (მისი) მეხის ელვარებამ კაცებს თვალთ მოჭრას} (24-ე სურა; 43-ე მუხლი) მეტეოროლეგებმა დაადგინეს, რომ ის საავდრო ღრუბელი, რომლისგანაც სეტყვა გამოიყოფა, მთებივით, სიმაღლეში 25.000-დან 30.000 (4.7-დან 5.7 მილს/76200-დან 9144 მეტრს) ფუტს აღწევს2. ყურანშიც სწორედ ასეა ნახსენები: „...თუ ზეცით გადმოავლინებს სეტყვის დიდრონ მთებსა...“ (იხ. 21-ე სურათი).
  • 15 янв 2013 09:32
    1 იხ. I ჯაზ ალ-კურ ან ალ-კიმ უასფ ანუა ალ-რაიაჰ, ალ-სოჰობ, ალ-მატარ, მაკი და სხვები, გვ. 55. 2 მეტეოროლოგიის ელემენტები, მილერი და თომფსონი, გვ. 141.
    ამ სტრიქონის წაკითხვისას ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ. რატომ არის ნათქვამი „მისი ელვა“? ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ელვის წარმოშობა სეტყვაზეა დამოკიდებული? მაშ ვნახოთ, რას მოგვითხრობს წიგნი, სახელწოდებით „მეტეოროლოგია დღეს“, ამის შესახებ. წიგნში ნათქვამია, რომ ღრუბელი მაშინ
    21
    ელექტროვდება, როცა სეტყვა ღრუბლის გადაცილებულ წვეთებისა და ყინულის კრისტალების მონაკვეთში გადადის. როცა ეს თხევადი წვეთები სეტყვის მარცვალს ეხებიან, ისინი შეხებისთანავე იყინებიან და ლატენტურ, ფარულ სითბოს, ანუ სხეულის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასასვლელად აუცილებელ ენერგიას გამოჰყოფენ. ეს სეტყვის მარცვალს უფრო მეტ სითბოს უნარჩუნებს. როდესაც სეტყვის მარცვალი ყინულის კრისტალთან შედის კონტაქტში, ამ დროს მნიშვნელოვან მოვლენას აქვს ადგილი: ელექტრონები ცივი სხეულიდან თბილ სხეულს გადაეცემა. ამგვარად, სეტყვის მარცვალი უარყოფითად იმუხტება. იგივე ხდება, როცა გადაციებული წვეთები სეტყვის მარცვალსა და დადებითად დამუხტულ ყინულის კრისტალის პაწაწინა ნატეხთან შედის კონტაქტში. ეს დადებითად დამუხტული პაწაწინა მანათობელი ნაწილაკები აღმავალი ნაკადების წყალობით ღრუბლის ზედა ნაწილში ინაცვლებენ. უარყოფითად დამუხტული სეტყვის მარცვლები ღრუბლის ფსკერზე ეშვება და ღრუბლის ქვედა ნაწილშიც უარყოფითად იმუხტება. ეს უარყოფითად დამუხტული (უარყოფითი) ენერგია შემდგომში ელვად გარდაიქმნება1. სწორედ აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ელვის წარმოქმნის მთავარი ფაქტორი სეტყვის მარცვალია. ელვაზე ეს ინფორმაცია სულ ახლახან იქნა აღმოჩენილი. 1600 წლამდე მეტეოროლოგიის შესახებ არისტოტელეს მიერ წამოყენებული იდეები დომინირებდა. მაგალითად, მისი თქმით, ატმოსფერო ორი სახის გამონაყოფს შეიცავდა ჴ ტენიანს და მშრალს. იგი იმასაც ამბობდა, რომ ჭექაქუხილის ხმა მშრალი გამონაყოფის ღრუბლებთან შეჯახებით იყო გამოწვეული, ელვა კი მშრალი გამონაყოფის თხელ და სუსტ ცეცხლთან კონტაქტში
    1 მეტეოროლოგია დღეს, აჰრენსი, გვ. 437.
    შესვლისას გამოწვეული აალება და წვა იყო1. ასეთი მოსაზრებები ყურანის დაწერამდე 14 საუკუნის წინაც არსებობდა.