777 ჩანჩქერი ყაზბეგში ,,პატარძალი''

მიტომ ელტვიან ჩვენს ლამაზ მხარეს,
აქ ყველაფერი უფალმა შექმნა,
ოაზისია ღმერთისგან ქმნილი
და ყველაფერი მიგიყვანს ღმერთთან.
აქ ყველაფერი ლამაზად ბრწყინავს,
ქვა,ხე და ბუჩქი ვით ამორძალი,
ცაზე ელვაც კი ლამაზად გრგვიავს,
ჩანჩერიც მოდის ვით პატარძალი.
თურმე უფალმა როცა მიწები
დაუნაწილა სხვადასხვა ერებს,
დააგვიანეს ,ჰქონდათ მიზეზი,
ქართველთა ბევრი იცეკვ -იმღერეს.
მიწა აღარ მაქვს უთხრა უფალმა,
სად წაგიყვანოთ,ანდა რა მოგცეთ?
მერე აიღო ქართველთ საჩუქრად,
გადანახული მისცა სამოთხე.
ამ სამოთხეში ვცხოვრობ და ვიღწვით,
უფლის წილხვედრი ეს მიწა მიყვარს,
მე აქ ლაღი ვარ,თამამად ვიტყვი
და მის წიაღში დამარხვა მინდა.
როცა პატარძალს ჰგავს თვით ჩანჩქერი,
მაშ რა იქნება ქართველი ქალი?
აქ ურევია უფალის ხელი,
ამიტომ რჩება სუ ყველას თვალი.
ნათელა შაინიძე.
22.05.2019

777          ჩანჩქერი ყაზბეგში ,,პატარძალი'' - 913416909001

Комментарии