777 "ამ­დე­ნი ხა­ნია ჩუ­მად ხარ და კი­დევ "ევ­რო­ვი­ზი­ას" აბ­რა­ლებ, ხმას არ მა­ღე­ბი­ნე­ბე­ნო" - რატომ საყვედურობენ ნუცა ბუზალაძეს: დაძაბულობა კონკურსის პარალელურად და მომღერლის პასუხი

2024, 10 მაისი,


გუ­შინ, შვე­დეთ­ში ევ­რო­ვი­ზია 2024-ის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ფი­ნალ­ში გა­და­ვი­და. 2016 წლის შემ­დეგ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ფი­ნალ­შია. 11 მა­ისს 23:00 სა­ათ­ზე ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე 24-ე ნომ­რად იმ­ღე­რებს.

წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის" ფი­ნალ­ში 26 ქვე­ყა­ნა წარ­დგე­ბა, მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას წინ არა­ერ­თი სკან­და­ლი უძღო­და. მათ შო­რის სტუმ­რო­ბა რუ­სეთ­ში, მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ნუ­ცას ასე­ვე არა­ერ­თხელ შე­ახ­სე­ნეს რუ­სულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მას ასე­ვე აკ­რი­ტი­კებ­დნენ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის და ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან მე­გობ­რო­ბის გამო.

ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე „გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს“ აპ­რო­ტეს­ტებ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბუ­ზა­ლა­ძეს, რო­გორც სხვა არა­ერთ ქარ­თველ ვარ­სკვლავს, პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას სთხოვ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და „სქ­რი­ნი“, სა­დაც ბუ­ზა­ლა­ძე წერ­და, რომ „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო, მას არ ჰქონ­და პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მენ­ტა­რი წა­შა­ლა.


"ჩვენ არა­ფე­რი გვი­თხო­ვია ნუცა, შე­ნით იბ­რა­ლებ რა­ღა­ცებს. ამ­დე­ნი ხა­ნია ჩუ­მად ხარ და კი­დევ "ევ­რო­ვი­ზი­ას" აბ­რა­ლებ, ხმას არ მა­ღე­ბი­ნე­ბე­ნო. იმ კონ­კურსს, რუ­სე­თი რომ გა­მო­თი­შა ომის გამო? სუ­ლე­ლე­ბი გგო­ნი­ვართ? თქვი სი­მარ­თლე, რა­ტომ არ იღებ ხმას, ისე­დაც ხომ ვი­ცით, ჩვე­ნო „ზა­ლა­ტა­ია“ - მსგავ­სი კო­მენ­ტა­რე­ბი ნუ­ცას ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე დღემ­დე იძებ­ნე­ბა.



გუ­შინ, კონ­კუ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ და­ი­ძა­ბა, რის გა­მოც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ღიად წერ­და, რომ ახლა "ევ­რო­ვი­ზი­ის“ დრო ნამ­დვი­ლად არ იყო. წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, წელს ნაკ­ლე­ბად შეხ­ვდე­ბო­დით კრი­ტი­კულ პოს­ტებ­საც, მო­სახ­ლე­ო­ბამ დუ­მი­ლი არ­ჩია... გააგრძელეთ კითხვა

Комментарии

  • 11 мая 19:29
    დაანებეთ თავი ამ გოგოს და არამარტო ნუცას!
    სხვა სფეროსაც.. ვინ ხართ, რომ აიძულებთ აზრის დაფიქსირებას.🙄
  • 15 мая 11:55
    ძალად მაცხონეები