Комментарии
- 11 дек 2024 00:54manana cnobiladzeეს თუ იცით რომ მსხვერპლი უნდათვრით განსხვავდებით ნაცებისგან.რატომ არ ალაგმავთ ასეთ ვანდალიზმს?? ესეიგი ერთნი ხართ ნაც ხროვა და ოცნება.აბა რა ვიფიქროთ როდესაც 12 წელი ხელისუფლებაში ხარ და ხელს ვერ ანძრევ ვერაფერ ქმედებას ვერ კრძალავ მარიონეტი ხარ და მონა სხვისი?? სხვის დაკრულზე და ბრძანებაზე ოჯახს ამოწყვიტავ?? ასე გამოდის სამშობლო საქართველო ხომ ოჯახია ოცნების რატომ ვერ იცავს მის ოჯახს და წირავს რის გამო?? მისი ფულის გამო??
- 11 дек 2024 06:39nani chankotadze ответила manana cnobiladzeიმ სკამზე რომ იჯდე და ამერიკაევროკავშირი გიჩაჩქუნებდეს გოგრაში მაშინ სხვანაირად იჭიკჭიკებდით,კლავიატურით ადვილია განსაჯოს იქ ჯდომა ძველზე ძნელი
- 11 дек 2024 08:53manana cnobiladze ответила nani chankotadzeაბა რისი ხელისუფლება ხარ თუ არაფრის უფლება გაქვს..და არაფრის მაქნისი ხარ ადე რაა და წადი.და თუ ხარ როგორც აზერბაიჯანი იქცევა ისე მოიქეცი.გადადგი დიპლომატიური ნაბიჯი იქით ვინ დაგიცავს რუსეთისკენ.აღარ ყოფილა საშველი მაშინ ჩავბარდეთ სატანებს და ესა რაღას ვებრძვით თუკი მაინც მათ ხელში ვართ??
- 15 дек 2024 09:21inga iremadzeსატანები ხელისუფლებაში ეძებე
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი არის ის, რომ მუხტი შენარჩუნდეს, შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ
11/12/2024
„უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, [რომელიც მოქალაქეებს აფრთხილებს რადიკალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე, რამაც მსხვერპლიც შეიძლება გამოიწვიოს], ასახავს იმას, რაც მანამდეც განუცხადებიათ პრევენციის მიზნით“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი არის ის, რომ მუხტი შენარჩუნდეს, შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ, რათა მასზე ააგონ შემდეგი რადიკალური პროცესი. „უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ინფორმაციები აქვთ და უნდა ჰქონდეთ კიდეც, თუ რას აპირებენ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები.
ეს მტკიცებულებებითაც დასტურდებოდა ხოლმე, მაგალითად, როცა სუს-ი საუბრობდა იმ რევოლუციურ სცენარებზე, რასაც საზღვარგარეთიდან აფინანსებდნენ, [შემდეგ კი ამას სემინარებისა და სწავლებების სახით ვხედავდით]. ახლაც, ვხედავთ, რომ ეს აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი ის არის, რომ მუხტი შენარჩუნდეს. მით უმეტეს, რომ მათი ხელწერა შემდეგი [სლოგანია] – „ორი გვამი მინდა“.
შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ, რათა მასზე ააგონ შემდეგი რადიკალური პროცესი. ამის არაერთი მცდელობა ვიხილეთ – ავარიაში შემთხვევით მოყოლილი ადამიანზე ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ის სახელმწიფოს მსხვერპლი იყო, ასევე, სხვა ადამიანებზე და ა.შ.; შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურმა რა პრევენციული ინფორმაციაც გაავრცელა, ის, სამწუხაროდ, რეალურია. ამიტომ, მოსახლეობა ფხიზლად უნდა იყოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.