777 რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ, აკრიტიკეთ მელია, ითვალეთ, რა ანგარიშით დამთავრდა “დებატები”, თქვენი ნებაა – ნიკა გვარამია

იან 28, 2025
“რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ, აკრიტიკეთ მელია, რომელიც რეჟიმმა ორჯერ გაუშვა პარლამენტიდან იმ მიზეზით, რომ დაეჭირა, რომელსაც არასდროს არ დაუხევია უკან არც ერთი წინააღმდეგობის წინაშე, არასდროს არ დამდგარა უკანა რიგებში, დარბევა რომ დაიწყებოდა, ეგრევე რომ ათესილიყო, რომელიც ათენ-აღამებს აქციებზე, თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად და არა ვინმესთვის რამის დასამტკიცებლად და ტვ კამერებში შესაჩხერად.
პარალელურად ან პირდაპირ ან ირიბად აქეთ ყველა გადამწყვეტ მომენტში ივანიშვილის მხარეს მყოფი, პირდაპირ მის ფულზე მჯდარი, საარჩევნო კომისიებში ადგილების ღიად გამყიდველი (და ამით პოლიტიკური კორუფციის და არჩევნების ფარსად გადამქცევი), ჯაფარასთვის გირჩის ამხევი, პედოფილიის არჩევანის თავისუფლებად გამომცხადებელი და მისი დეკრიმინალიზაციის მომხრე, სახელმწიფოს მიერ პარტიების დაფინანსების მაკრიტიკებელი და თვითონ ამ ფინანსების ამღები გირჩი 36.
ითვალეთ, რა ანგარიშით დამთავრდა “დებატები”, თქვენი ნებაა. უბრალოდ, საჭიროება რომ მოითხოვს, მელია ისევ ყველგან წინა ხაზზე იდგება და ისევ მისი იმედი გქონდეთ.-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში

777       რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ, აკრიტიკეთ მელია, ითვალეთ, რა ანგარიშით დამთავრდა “დებატები”, თქვენი ნებაა – ნიკა გვარამია - 975536981449

Комментарии

  • 28 янв 19:00
    მიტო რომ სენისტანა უტიფარია მელიაც..
  • 28 янв 22:10
    მანამ ქოცები იქნებიან ეს ნაბოზრებიც იქნებიან, ორივე ერთი ლიბერალი ნაგვები არიან. ისევ ევროპაში დაწანწალებენ ორივე, უბრალოდ ფულსა და სკამებს ვერ იყოფენ. ეროვნული მთავრობა საქართველოს ისე სჭირდება როგორც უდაბნოში მწყურვალს წყალი.