777 საფრანგეთში ქართველი ქალი მოკლეს: ბრალდებულია მისი ყოფილი ქმარი - რას წერს ფრანგული მედია?

28-10-2025
საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მუ­ლუზ­ში შემ­ზა­რა­ვი ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვა მოხ­და. ყო­ფილ­მა ქმარ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 33 წლის ქალი სამ­სა­ხურ­თან ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. ფრან­გუ­ლი მე­დია მომ­ხდარს აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს.
შა­ბათს, 25 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლით, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მუ­ლუზ­ში, (ზემო რე­ი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი) ბა­რის მიმ­ტა­ნი ქალი სა­კუ­თარ სამ­სა­ხურ­თან სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. ახალ­გაზ­რდა ქალი წარ­მო­შო­ბით ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შე­მოქ­მე­დი­დან იყო.
ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს "რამ­დე­ნი­მე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა" მი­ა­ყე­ნეს, რო­დე­საც ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გახ­სნას აპი­რებ­და. დაჭ­რი­ლი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.
რო­გორც ფრან­გუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (მათ შო­რის, blue Newsსა­ა­გენ­ტო Agence France-Presse-ზე დაყ­რდნო­ბით) იუ­წყე­ბი­ან, და­ღუ­პუ­ლი ქალი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო და მუ­ლუზ­ში ცხოვ­რობ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა მომ­ხდარს ფე­მი­ცი­დის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ანი­ჭებს.
ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლი მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა.
გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქალი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და მა­მა­კაც­თან, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ და­შორ­და. პრო­კუ­რო­რი ნი­კო­ლა ჰა­ი­ცი აცხა­დებს, რომ მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სწო­რედ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა და ამ­ჟა­მად პო­ლი­ცია ეძებს.
საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცია მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი უცხო­ე­ლია.
ავტორი:
ნინო გიგიშვილი

777   საფრანგეთში ქართველი ქალი მოკლეს: ბრალდებულია მისი ყოფილი ქმარი - რას წერს ფრანგული მედია? - 5380744408009

Комментарии

  • Вт 20:59
    ქართველი კაცები არ ვარგაო და უცხოელებში ეძებენ სიყვარულს დასანანია
    ცოდოა ძალიან ცოდოა..ეე როგორ ააღოღეს ქართველი ერი ამ უცხო მიწაწყალზე და არავინ იცის ბედისწერა ვის რას უმზადებს მაგრამ ცუდი და კარგი ყველა ერშია საუბედუროდ....