777 "ათი წელი ველოდი ემანუელზე დაქორწინებას" - როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი დრამის მასწავლებელი: პრეზიდენტის "ლავ სთორის" უცნობი დეტალები ბრიჯიტისგან

"ათი წელი ვე­ლო­დი ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას" - ამ­ბობს ბრი­ჯი­ტი, საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლედი ჟურ­ნალ Time-ის­თვის მი­ცე­მულ იმ იშ­ვი­ათ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც პი­რად­ზე სა­უბ­რობს.
საფ­რან­გე­თის 70 წლის პირ­ველ­მა ლე­დიმ თქვა, რომ მან მე­უღ­ლეს­თან, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ 45 წლის ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან ქორ­წი­ლი ათი წლით გა­და­დო, ეს კი სამი შვი­ლის გუ­ლის­თვის გა­ა­კე­თა, რომ­ლე­ბიც მისი (მაკ­რო­ნის) ასა­კის არი­ან.
მაკ­რო­ნი 15 წლის იყო, რო­დე­საც მას­ზე 25 წლით უფ­რო­სი ბრი­ჯიტ ოზი­ე­რი შე­უყ­ვარ­და. ქალი იყო მისი დრა­მის მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ვი­დენ­სის კა­თო­ლი­კურ სკო­ლა­ში ამი­ენ­ში, ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გეთ­ში, ხოლო მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლო­რენ­სი მაკ­რო­ნის კლა­სე­ლი იყო.
მათ­მა რო­მან­მა პრო­ვინ­ცი­ა­ში სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია. ამის შემ­დეგ მშობ­ლებ­მა მაკ­რო­ნი გაგ­ზავ­ნეს პა­რიზ­ში სხვა სკო­ლა­ში სას­წავ­ლებ­ლად, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელ­თან ყოფ­ნის სურ­ვი­ლი და მისი გრძნო­ბე­ბი უც­ვლე­ლი დარ­ჩა.
ბრი­ჯიტ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ იმ დროს სა­კუ­თარ თავს ეუბ­ნე­ბო­და, რომ ერთხე­ლაც ემა­ნუ­ე­ლი პა­რიზ­ში თა­ვი­სი ასა­კის ქალს შე­იყ­ვა­რებ­და, მაგ­რამ ეს ასე არ მოხ­და.
ბრი­ჯიტ­მა სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა, რად­გან ფიქ­რობ­და, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის "ერ­თა­დერ­თი დაბ­რკო­ლე­ბა" მისი შვი­ლე­ბი იყ­ვნენ. ქალს არ სურ­და "მათი ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვა".
ბრი­ჯი­ტის ვაჟი მაკ­რონ­ზე სამი წლით უფ­რო­სია, მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი კი 46 და 39 წლი­სე­ბი.
ქალ­მა ინ­ტერ­ვი­უს დროს იმა­ზეც ისა­უბ­რა, რომ არ იცო­და, რას იტყოდ­ნენ მისი მშობ­ლე­ბი ყო­ფილ მოს­წავ­ლეს­თან ქორ­წი­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი და-ძმე­ბი ხში­რად ხუმ­რობ­დნენ მაკ­რონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ჭო­რებ­ზე.
იგი სა­ბო­ლო­ოდ და­ქორ­წინ­და მაკ­რონ­ზე, იმ დრო­ის­თვის 30 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი მაკ­რო­ნი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე იყო.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრი­ჯი­ტი 16 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლე მა­ინც ახერ­ხებს მის გა­ო­ცე­ბას, თა­ვი­სი ბრწყინ­ვა­ლე მეხ­სი­ე­რე­ბი­თა და ინ­ტე­ლექ­ტით.
"ბევ­რი ბრწყინ­ვა­ლე სტუ­დენ­ტი მყავ­და, მაგ­რამ არ­ცერთ მათ­განს არ ჰქონ­და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მე ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­სით", - ამ­ბობს პირ­ვე­ლი ლედი.
ამ­ჟა­მად წყვი­ლი ელი­სეს სა­სახ­ლე­ში მშვი­დი ცხოვ­რე­ბით ტკბე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი სახ­ლში სა­ღა­მოს 22:00 და 23:00 სა­ათ­ზე ბრუნ­დე­ბა, ხოლო ბრი­ჯი­ტი მას სა­უზ­მეს და ზოგ­ჯერ სა­დილს უმ­ზა­დებს.
სა­ნამ მისი ქმა­რი თა­ვის დღეს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბა­ში ატა­რებს, საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლედი ას­წავ­ლის მო­ზარ­დებს, ეწე­ვა სხვა­დას­ხვა სა­ხის ქველ­მოქ­მე­დე­ბას.
იგი მი­ეჩ­ვია კრი­ტი­კას, რო­მელ­საც ხში­რად უწე­რენ ქმარ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ სა­ერ­თო ფო­ტო­ებ­ზე.
სტა­ტუ­სი აი­ძუ­ლებს, რომ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ბევრ უცხო­ელ ლი­დერს შეხ­ვდეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნებს ბრი­ტა­ნე­თის მეფე-დე­დო­ფალ­თან შეხ­ვედ­რას, რომ­ლე­ბიც პა­რიზს სექ­ტემ­ბერ­ში ეწ­ვივ­ნენ.
ბრი­ჯი­ტი აღი­ა­რებს, რომ თა­ვი­დან ნერ­ვი­უ­ლობ­და, მაგ­რამ რო­დე­საც კა­მი­ლა მი­ე­სალ­მა და ლო­ყა­ზე აკო­ცა, დამ­შვიდ­და. ის აქებს ჩარლ­ზის იუ­მორს და სა­მე­ფო წყვი­ლის დე­ლი­კა­ტუ­რო­ბას. ელი­სეს სა­სახ­ლე­ში მეფე-დე­დო­ფალ­თან ერ­თად ვახ­შამს "მშვე­ნი­ერ მო­მენტს" უწო­დებს.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ ადრე პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გებ­მა ბრი­ჯიტს სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რომ ქალი უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მაგ­რამ მათ წი­ნა­და­დე­ბას საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლედი არ და­თან­ხმდა.
#ემანუელ მაკრონი
#ბრიჯიტ მაკრონი

777   "ათი წელი ველოდი ემანუელზე დაქორწინებას" - როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი დრამის მასწავლებელი: პრეზიდენტის "ლავ სთორის" უცნობი დეტალები ბრიჯიტისგან - 5380744888777

Комментарии

Комментариев нет.