777 რას წარმოადგენს ახალი რუსული რაკეტა “ბურევესტნიკი“?

- გასაიდუმლოებულია გამოცდისას საიდან გაუშვეს, როგორი იყო ფრენის მარშრუტი და სად დაეცა
28-10-2025
რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ 21 ოქ­ტომ­ბერს ახა­ლი, ბირ­თვუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნად­გა­რით აღ­ჭურ­ვი­ლი “ბუ­რე­ვეს­ტნი­კის" ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტის გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.
რა­კე­ტის გა­მოც­დის შე­სა­ხებ ვლა­დი­მირ პუ­ტინს გენშტა­ბის უფ­როს­მა ვა­ლე­რი გე­რა­სი­მოვ­მა მო­ახ­სე­ნა. მისი თქმით, რა­კე­ტა ჰა­ერ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 სა­ა­თი იმ­ყო­ფე­ბო­და, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 14 ათა­სი კი­ლო­მეტ­რი და­ფა­რა და “ეს მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზღვა­რი არ არის“
გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­კე­ტის ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ის “ძლი­ე­რად და­ცულ ობი­ექ­ტებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი მან­ძი­ლი­დან“ მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის დარ­ტყმე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ.
“ბუ­რე­ვეს­ტნი­კი“ ერთ-ერ­თია იმ ახალ სტრა­ტე­გი­ულ შე­ი­ა­რა­ღე­ბებს შო­რის, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც პუ­ტინ­მა 2018 წლის 1-ელ მარტს ფე­დე­რა­ლუ­რი საკ­რე­ბუ­ლოს მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და. 10 ოქ­ტომ­ბერს უკ­რა­ი­ნის­თვის “ტო­მა­ჰავ­კე­ბის" მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფონ­ზე, მან კიდე ერთხელ ახ­სე­ნა რუ­სე­თის “უახ­ლე­სი ია­რა­ღი“, რო­მე­ლიც ცოტა ხან­ში მზად იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა მა­შინ არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა ტი­პის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი.
26 ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, ია­რა­ღის გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ფაქ­ტი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა არ­ცერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ით.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “ბუ­რე­ვეს­ტნი­კის“ ზუს­ტი ტაქ­ტი­კურ-ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი უც­ნო­ბია, რა­კე­ტა­ში ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ატ­მოს­ფე­რო­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლა­კე­ბის გა­მო­ყო­ფას გა­მო­იწ­ვევ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მისი გა­მოც­დის და­ფიქ­სი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.
სა­ვა­რა­უ­დო პო­ლი­გო­ნი - ახა­ლი მიწა
სა­ი­დან მოხ­და გაშ­ვე­ბა, რო­გორ იყო ფრე­ნის მარ­შრუ­ტი და სად და­ე­ცა რა­კე­ტა? - ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.
აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში, რო­დე­საც მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოც­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ახა­ლი მი­წის არ­ქი­პე­ლაგ­ზე მდე­ბა­რე “რო­გა­ჩო­ვოს“ აე­როდ­რომ­ზე, რომ­ლის მახ­ლობ­ლად რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­გო­ნე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, თა­ნამ­გზავ­რებ­მა უჩ­ვე­უ­ლო აქ­ტი­ვო­ბა და­ა­ფიქ­სი­რეს.
აე­როდ­რომ­ზე რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი და ვერ­ტმფრე­ნის ჩაფ­რინ­და, მათ შო­რის ორის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბორ­ტი - ერთი А-50У და ორი Ил-976 СКИП-ი. ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით ყო­ვე­ლი­ვე ეს ძა­ლი­ან ჰგავ­და რა­კე­ტის გა­მოც­დე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბას.
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­შო­რის მან­ძილ­ზე მოქ­მე­დი რა­კე­ტა
რა­კე­ტა 9М730 “ბუ­რე­ვეს­ტნი­კი“ (ნა­ტოს კლა­სი­ფი­კა­ცი­ით - SSC-X-9 Skyfall) წარ­მო­ად­გენს ფრთო­სან რა­კე­ტას, რო­მელ­შიც ენერ­გე­ტი­კულ და­ნად­გა­რის როლს მცი­რე ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რი ას­რუ­ლებს. რე­აქ­ტო­რის მუ­შა­ო­ბის ზუს­ტი პრინ­ცი­პი უც­ნო­ბია, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თი ენერ­გო­სის­ტე­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის რა­კე­ტის მოქ­მე­დე­ბის რა­დი­უსს. რუ­სე­თის მტკი­ცე­ბით, ფრე­ნის 14 ათას­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მან­ძი­ლი მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, და­არ­ტყას სა­მიზ­ნე­ებს დე­და­მი­წის, პრაქ­ტი­კუ­ლად, ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში.
ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში “ბუ­რე­ვეს­ტნი­კის“ გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მრა­ვა­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა ჩნდე­ბო­და. მათ­გან რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 2019 წლის 8 აგ­ვის­ტოს ნი­ო­ნოქ­სა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის და­ა­დას­ტუ­რა, მა­შინ სა­რა­კე­ტო ძრა­ვის გა­მოც­დი­სას მომ­ხდარ ავა­რი­ას რო­მელ­საც რა­დი­ო­ი­ზო­ტო­პუ­რი ელე­მენ­ტი ჰქონ­და, ხუთი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, სამი კი მძი­მედ და­შავ­და.

777    რას წარმოადგენს ახალი რუსული რაკეტა “ბურევესტნიკი“? - 5380744968137

Комментарии