Комментарии
- Вт 20:51manana cnobiladzeძალიანაც კარგი იქნება თუკი საზღვრები დაიხურება.რისი მაქნისია ევრაზია.. ევროკავშირი.მსოფლიოს ვერ გაურკვევია როგორ დაალაგოს სამყარო.ერთი სამიწლით სტალინი ბერია წამოაყენა ყველაფერს დაალაგებენ მაგრამ ასე მგონია სტალინსაც გაუჭირდება ისეთი დომხალია მსოფლიოში..
- вчера 18:01jumber kozmanashviliკი არ გჭირდებათ მაგრამ იმათ სატანური სვლა სჭირდებათ.
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 "ჩვენ მიზანში არავის ვიღებთ.
არანაირი ევროპა, პარიზი ან ლონდონი არ გვჭირდება. არც ლიეტუვა და არც პოლონეთი არ გვჭირდება. ჩვენ ესკალაცია არ გვჭირდება“ - ლუკაშენკო
28-10-2025
ბელარუსსა და რუსეთს ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვთ, ჩვენ ესკალაცია არ გვჭირდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ბოლო დროს ჩვენ და რუსეთს გვადანაშაულებენ, რომ ხვალ ან ზეგ, პოლონეთს დავიკავებთ ან ბალტიისპირეთს, ან ყველაფერს ერთად ან სულ მცირე, სუვალკის დერეფანს. ამას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების დღიდან ვისმენ. ეს სრული სისულელეა. ჩვენ მიზანში არავის ვიღებთ. არანაირი ევროპა, პარიზი ან ლონდონი არ გვჭირდება. არც ლიეტუვა და არც პოლონეთი არ გვჭირდება. ჩვენ ესკალაცია არ გვჭირდება“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ასევე, ლუკაშენკომ ჰელიუმის ბუშტების საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო ლიეტუვის მიერ ბელარუსთან საზღვრის დახურვას "აბსურდული თაღლითობა“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ მომხდარში მინსკია დამნაშავე, მაშინ ბოდიშს მოიხდის.
"ზოგიერთმა მეზობელმა საზღვრების დახურვით აბსურდული თაღლითობა განახორციელა. მათ აბსურდული მიზეზი მოიგონეს. თუ დამნაშავე ხარ, მაშინ ბოდიში ყოველთვის უნდა მოიხადო. თუ დაგვარწმუნებენ, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, მაშინ ბოდიშს საჯაროდ მოვიხდით“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, მინსკში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენცია 28-29 ოქტომბერს იმართება.
#ალექსანდრე ლუკაშენკო