777 სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიის დროს დაშავებული 18 წლის ფეხმძიმე გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა

28-10-2025
ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 18 წლის ფეხ­მძი­მე გო­გო­ნა ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე უკეთ არის, ექი­მებ­მა შეძ­ლეს და მას ბავ­შვიც შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს. "ფილ­ტვებ­მა და­ი­წყო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ბავ­შვიც შე­უ­ნარ­ჩუნ­და! უფ­ლის წყა­ლო­ბას გი­სურ­ვებთ", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი.
შე­გახ­სე­ნებთ, უმ­ძი­მეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა მისი მე­უღ­ლე, 19 წლის ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლი.
ბა­ჩოს და ლი­კას ოჯა­ხი ახა­ლი შექ­მნი­ლი ჰქონ­დათ - ისი­ნი 4 თვის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.
"ბაჩო მე­ო­რე დღეს ქორ­წილ­ში მეჯ­ვა­რე უნდა ყო­ფი­ლი­ყო და წინა სა­ღა­მოს მან­ქა­ნა მორ­თო და ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და“, - წერს ახ­ლო­ბე­ლი.
ტრა­გე­დია სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე, 24 ოქ­ტომ­ბერს დატ­რი­ალ­და, რა დრო­საც ერ­თმა­ნეთს ოთხი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ათი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მი­ყე­ნე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბის გამო, 19 წლის ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლი ექი­მებ­მა ვე­ღარ გა­და­არ­ჩი­ნეს. მისი მე­უღ­ლე კი ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­შია.

777    სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიის დროს დაშავებული 18 წლის ფეხმძიმე გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა - 5380745333193

Комментарии

  • Вт 17:25
    რამხელა ბედნიერება რომ ამ გოგოს და ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.დაილოცა ღმერთო შენი დიდება......რატომ არ არის გზებზე მოწესრიგებული რა სიჩქარით რა მონაკვეთის გზებზე უნდა იარო..დასანანია რომ ეს ავარია მოხდა და ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა..ღმერთო გადმოხედე საქართველის და ქართველ ერს რა იქნებაა..️🇬🇪