777 მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეს

13/11/2025
მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს:
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას.”- ნათქვამია განცხადებაში.

777    მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეს - 5381079733449

Комментарии

  • Чт 14:17
    დაგვიანებულიცა მისი გადაყვანა დედამისაც უნდა ჩამოერთვას ყველაფერი და ისიც პასუხისგებაში უნდა მიეცეს..ივანიშვილს რაღაცის ანდა ვიღაცეების შეეშინდა ქართველი ერის.რაღაც სააკაშვილის ხელწერას გავს ივანიშვილის მოქცევა მოქმედება
    ვნახოთ რა მოხდება.
  • Чт 14:22
    Шени мтели оджахи унда иждес
  • Чт 14:40
    ჩემიი??
  • Комментарий удалён.
  • Чт 15:59
    ამ მანქანით გადაიყვანეს.. :-D:-D
    Фотография