Комментарии
- 7 мар 2018 10:05ლამა ცუცქირიძეguls mirevs eseti adamianebi,,ara da ramdenia ,,,,,
- 7 мар 2018 12:51Anuki AnukiChems xasiats magonefs
- 7 мар 2018 13:08ŁĪӃα̷ ŁĪӃα̷martalia es sityvebii
- 9 мар 2018 02:43Natia Natia
- 9 мар 2018 19:05Gauq MdaaVetanxmebi am sityvebs
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
➷❤➹ სევდიანი თვალები..➷❤➹
:✟ ✟ ♚ ✟ ✟
ადამიანის სულს ისე არაფერი აშიშვლებს, როგორც ფარისევლობა, ორმაგი სტანდარტებით თამაში და საკუთარი პოზიციების დათმობა, ანგარების და კარიერული წინსვლის ხარჯზე.
ის, ვინც საკუთარ პრინციპებს ადვილად ღალატობს, სხვას უფრო დაუფიქრებლად უღალატებს.
ამ ტიპის ადამიანები, უმეტესად შურით და ბოღმით გამოირჩევიან... რაც არ უნდა მომნუსხველი და დამაჯერებელი იყო მათი საჯარო გამოსვლები, როგორც მინიმუმ, ღიმილს იწვევს, უკეთეს შემთხვევაში შებრალებას, რადგან ღმერთის არსებობასაც საკუთარ პატივმოყვარეობას და მედიდურობას არგებენ... ფიქრობენ, იერარქებთან სიახლოვით ღმერთთანაც ახლოს არიან და იმდენად დაბრმავებული აქვთ გონება, რომ არც ახსოვთ, ფიზიკური სიახლოვე არ განსაზღვრავს, უფლის წიაღში ყოფნას... ამის მაგალითია იუდა. საპირისპირო მაგალითი კი ავაზაკი, რომლის ცხონება სინანულმა განსაზღვრა და არა იმან, რომ ქრისტეს გვერდით იყო ჯვარზე გაკრული... მის გვერდით მეორე ავაზაკიც გააკრეს, თუმცა წარწყმედის გზა აირჩია...
ხშირად, ყველაზე უღმერთო მათი საქციელია, ვინც ღმერთის სახელით გულისწასვლამდე ორატორობს... ნუგეშად კი ის გვრჩება, ყოვლადმოწყალე ღმერთი, მისი ჭეშმარიტი არსებობით ბოლოს მოუღებს მზაკვრობას და ორპირობას...
მთავარია, ქრისტეს მხარე ავირჩიოთ... სხვა დანარჩენი მხარეები, რაც არ უნდა ე.წ. სიმართლისთვის იბრძოდეს, სუბიექტურია!..