მშვენიერება ტანჯვის ფონზე იბადება.

გაინტერესებს მარგალიტი როგორ ჩნდება??? …
მოლუსკი უზრუნველად ცხოვრობს საკუთარ ნიჟარაში, ის მისი ჯავშანია და იცავს მას დაზიანებისაგან. მაგრამ ისეც ხდება, რომ ხანდახან უცხო სხეული, თუნდაც სულ ციცქნა იყოს, მაინც ახერხებს ნიჟარაში შეღწევას და აღიზიანებს მოლუსკის ნაზ სხეულს. ეს უცხო სხეული შესაძლოა იყოს ქვიშის მცირე ზომის მარცვალიც მაგრამ იმდენად უქმნის დისკომფორტს მოლუსკს და ისეთ ტკივილს აყენებს, რომ ის იწყებს სადაფის მაგვარი სითხის გამოყოფას, რომელიც უცხო სხეულს გადაეკვრება და ფარავს მას. ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია, რომელიც მრავალი წლის მანძილზე გრძელდება. შედეგად კი, გასაოცარი სილამაზის განძი მოევლინება ქვეყნიერებას. აი, ასე იბადება მარგალიტი, ხანგრძლივი ტანჯვის ფონზე. ))))
PS. ჩვენს ცხოვრებაშიც ზუსტად ასე ხდება ხოლმე. რაც არ უნდა ეცადოს ადამიანი, ტკივილისგან, ტანჯვისგან დაზღვეული არავინაა. ქვიშის მარცვლების მსგავსად როგორი ჯავშანიც არ უნდა მოვარგოთ საკუთარ სულსა და გულს, ტკივილი მაინც აღწევს ჩვენს გულში და გვტანჯავს. მაგრამ ღვთის შეწევნით, თუ ამ ტკივილს მოთმინებით, მორჩილებით და თავმდაბლობით მივიღებთ, ჩვენი გული შეიძლება ბრწყინვალე მარგალიტად იქცეს…..

მშვენიერება ტანჯვის ფონზე იბადება. - 804773408686
მშვენიერება ტანჯვის ფონზე იბადება. - 804773424302

Комментарии

  • 6 сен 2015 12:02
    магари рамеа
  • 6 сен 2015 13:29
    ra  dzlieri shedarebaaa,  magaria,
  • 6 сен 2015 13:32
    nutu masea.
  • 6 сен 2015 13:53
    Ра цодвили копила эс маргалити !
  • 6 сен 2015 14:55
    მარგალიტი კიარა ის ადამიანები არიან ცოდვილები ვისაც მარგალიტი ხელოვნურად გამოყავს, როგორც ზემოთაღნიშნეს მოლუსკი თავდაცვისმიზნით თავის ნიჟარაში მოხვედრილ უცხო საგანს მარგალიტის შიგნით აქცევს მაგრამ იშვიათად ხვდება მოლუსკში უცხო სხეული სამაგიეროდ ამაში ადამიანები ეხმარებიან იჭერენ უამრავ მოლუსკს და ნიჟარის ქვეშ შეყავთ ისეთი რამ რავ მას თავდაცვისთვის მარგალიტის წარმოქვნას აიძულებს მერე სპეციალურად მოწყობილ წყლის რეზერუარებში უშვებენ და როცა მარგალიტი წარმოიქვნება მოლუსკის სხეულში მაშინ იჭერენ აი ის ადამიანები არიან ცოდვილები და ისინიც ვინც ძვირფას ნივთებზე გიჟდება და უამრავ ფულს ხარჯავს მაშინ როცა მის ირგვლივ ხალხი შიმშილით იხოცება